დუშეთის მუნიციპალიტეტის დროშა
დუშეთის მუნიციპალიტეტის დროშა — დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის დროშა | |
---|---|
მიღებულია | დამტკიცებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №29 დადგენილებით, 26 ოქტომბერი, 2012 წ. [1] |
პროპორცია | 2:3 |
სიმბოლიკა | ტეხილი ვერცხლის სარტყელი, ხუთი ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი. |
აღწერილობა
რედაქტირებადროშა წარმოადგენს მეწამული ფერის მართკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომლის ცენტრში მოთავსებულია ტეხილი ვერცხლის სარტყელი რომელიც არ კვეთს დროშის კიდეებს და ხუთი ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი სამი-ორზე. დროშის პროპორციაა — 2:3