დუშეთის მუნიციპალიტეტის გერბი

დუშეთის მუნიციპალიტეტის გერბიდუშეთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 26 ოქტომბერი, 2012[1]
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი ვერცხლის სარტყელი, ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი, მეომრის ოქროს აღჭურვილობა – ჯაჭვის პერანგი, აღმოსავლური ფარი და ხმალი.
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი დუშეთი

აღწერილობა

რედაქტირება

გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად:

  • I ნაწილი — მეწამულ ველზე ზედა ნაწილი გადაკვეთილია ტეხილი ვერცხლის სარტყელით რომლის ზევით და ქვევით განთავსებულია ხუთი ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი სამი-ორზე.
  • II ნაწილი — სევადი ველი. გერბის ცენტრში, პირველ და მეორე ველზე მოთავსებულია მეომრის ოქროს აღჭურვილობა: ჯაჭვის პერანგი; აღმოსავლური ფარი და ხმალი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „დუშეთი“.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება