დროებითი დემოკრატიული მთავრობა
დროებითი დემოკრატიული მთავრობა ( ბერძ : Προσωρινή Δημοκρατική Κυβέρνηση, Prosoriní Dimokratikí Kyvérnisi ) — საბერძნეთის კომუნისტური პარტიის მიერ საბერძნეთის სამოქალაქო ომის დროს 1947 წლის 24 დეკემბერს გამოცხადებული ადმინისტრაციის სახელწოდება. მთავრობა საბერძნეთის ჩრდილოეთით აკონტროლებდა სხვადასხვა მთიან რაიონებს იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის და ალბანეთის საზღვრების გასწვრივ და განიხილებოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საბერძნეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი არმიის წინააღმდეგობის მოძრაობის კომუნისტების მიერ მართული " მთის მთავრობის" მემკვიდრედ. მისი მთავარი მოკავშირეები იყვნენ სსრკ და აღმოსავლეთის ბლოკი .[1]
დროებითი დემოკრატიული მთავრობა ბერძ. Προσωρινή Δημοκρατική Κυβέρνηση, Prosoriní Dimokratikí Kyvérnisi | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
დევიზი "Ψυχή βαθιά!" Deep Soul! Psihí Vathià | |||||||||
ისტორია
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში სამოქალაქო ომი დაიწყო 1946 წლის გაზაფხულზე, ბერძენმა კომუნისტებმა წინადადება ალტერნატიული მთავრობის შექმნის შესახებ მხოლოდ 1947 წლის ივნისს წამოაყენეს. საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ყრილობაზე ინიციატივით გამოვიდა პარტიის ლიდერი მილტიადის პორფიროგენისი, რათა საზოგადოების ყურადღება მიექცია და ხაზი გაესვა სხვა ქვეყნების კომუნისტური პარტიებისა და მთავრობების მხარდაჭერაზე ბერძენი კომუნისტებისთვის. საკუთარი მთავრობის ჩამოყალიბება იყო არა მხოლოდ ათენის მონარქისტულ ხელისუფლებასთან შერიგების ყოველგვარი მცდელობის სიმბოლური უარყოფა, არამედ გულისხმობდა პარტიზანული ბრძოლიდან „რეგულარულზე“ გადასვლას. ეს ემთხვეოდა იუგოსლავიის მიერ შთაგონებულ „ტბების გეგმას“, რომელიც მოითხოვდა 50-60000 კაციანი რეგულარული არმიის შექმნას და ჩრდილოეთ საბერძნეთის დიდი ნაწილის და საბოლოოდ საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქის, თესალონიკის ოკუპაციას. რაც კომუნისტური ხელისუფლების საყრდენი უნდა გამხდარიყო.[2]
ახალი მთავრობის ფორმირება გამოცხადდა 1947 წლის 23 დეკემბერს. მისი პირველი თავმჯდომარე იყო მარკოს ვაფიადისი, საბერძნეთის დემოკრატიული არმიის ლიდერი. მთავრობა შედგებოდა ექსკლუზიურად კომუნისტური პარტიის წევრებისაგან: ჯანის იოანიდისი იყო თავმჯდომარის მოადგილე და საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტროს რუსოსი ― იუსტიციის მინისტრი, მილტიადის პორფიროგენისი ― ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პეტროს კოკკალისი ― ფინანსთა მინისტრი, ვასილის ბარციოტასი ― სოფლის მეურნეობის მინისტრი, დიმიტრი ვლადასი ― ეროვნული ეკონომიკის მინისტრი და ლეონიდას სტრინგოსი ― მომარაგების მინისტრი. აღსანიშნავია, რომ პარტიის გენერალური მდივანი ნიკოლაოს ზაქარიადისი არ იყო მთავრობის წევრი. ახალი მთავრობა აქტიურად ცდილობდა თავი წარმოეჩინა მეორე მსოფლიო ომის დროინდელი უდიდესი პარტიზანული ორგანიზაციის ― ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის საბერძნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის საქმიანობის გამგრძელებლად . დროებითი დემოკრატიული მთავრობა ასევე პოზიციონირებდა, როგორც ჩრდილოეთ საბერძნეთში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების აქტიური მფარველი, რადგან ისინი ცდილობდნენ კომუნისტებისთვის დაეჭირათ მხარი ნაციონალისტურად განწყობილი მონარქიული ხელისუფლების წინააღმდეგ.[3]
25 დეკემბერს საბერძნეთის დემოკრატიული არმიის რაზმები თავს დაესხნენ კონიცას, ცდილობდნენ რა ქალაქი დაეკავებინათ და იქ ახალი მთავრობის შტაბის განეთავსებინათ. ვაფიადისის თქმით, ზაქარიადისი იმედს გამოთქვამდა, რომ თუ ქალაქი დაეცემოდა და კომუნისტური საბერძნეთის დედაქალაქი გახდებოდა, მის მთავრობას საბჭოთა კავშირი და აღმოსავლეთ ბლოკის სხვა სახელმწიფოები აღიარებდნენ. შეტევა გაგრძელდა 1948 წლის 4 იანვრამდე, მაგრამ მარცხით დასრულდა. საბოლოო ჯამში, კომუნისტები არცერთმა მთავრობამ არ აღიარა, რადგან საბჭოთა ხელისუფლება შიშობდა, რომ კონფლიქტი გადაიზრდებოდა ღია ომში დასავლეთსა და მის სატელიტებს შორის ბალკანეთში. იოსებ სტალინმა ზაქარიადისს 1948 წლის თებერვალში განუცხადა, რომ მეზობელი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები კომუნისტებს მხოლოდ იმ შემთხვევასი აღიარებდნენ, როცა ამას სხვა ქვეყნები გააკეთებდნენ.[4]
როდესაც ეროვნულმა მთავრობამ 1948 წელს დროებით დემოკრატიულ მთავრობას მთელი რიგი დარტყმები მიაყენა, ვაფიადისი ომის მსვლელობისას ზაქარიადისს დაუპირისპირდა. ვაფიადისი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 1949 წლის 7 თებერვალს გადააყენეს, ხოლო თავად ზაქარიადისმა ხსენებული თანამდებობა დაიკავა 1949 წლის 3 აპრილამდე, სანამ ის შეცვალა დიმიტრიოს ფარცალიდისმა. გრამოსის ბრძოლაში კომუნისტების დამარცხებამ ბოლო მოუღო სამოქალაქო ომს. დროებით დემოკრატიულ მთავრობის ნაწილებმა საბერძნეთი დატოვეს 1949 წლის 28 აგვისტოს, თუმცა დროებითმა მთავრობამ განაგრძო საქმიანობა ემიგრაციაში, სანამ ის საბოლოოდ 1950 წლის ოქტომბერში არ დაიშალა. [5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Marantzidis, Nikos (7 January 2012). Η Προσωρινή Δημοκρατική Κυβέρνηση (ბერძ). Kathimerini. Archived from the original on 2 February 2012. Retrieved 15 July 2012.
- ↑ Oikonomidis, Foivos (23 December 2009). Η αντάρτικη κυβέρνηση και η μάχη της Κόνιτσας (ბერძ). Eleftherotypia. Retrieved 15 July 2012.
- ↑ Δοκίμιο Ιστορίας του ΚΚΕ, Τόμος Πρώτος, 1918-1949, Εκδόσεις Σύγχρονη Εποχή, Αθήνα 2012 (ბერძ.)
- ↑ Ολόκληρο το Διάγγελμα: «Το ΚΚΕ - Επίσημα Κείμενα», τόμος 6ος, σελ. 455 - 457 και «Εφημερίδα της Προσωρινής Δημοκρατικής Κυβέρνησης», αριθ. Φύλλου 1, 28/12/1947 (ბერძ.)
- ↑ Communist "Mountain Governments". worldstatesmen.org. ციტირების თარიღი: 15 July 2012.