დრიტან აბაზოვიჩი
დრიტან აბაზოვიჩი (მონტენ. Дритан Абазовић, ალბ. Dritan Abazoviq; დ. 25 დეკემბერი, 1985, ულცინი, ჩერნოგორიის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია) — მონტენეგროელი პოლიტიკოსი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი 2022 წლის აპრილიდან,[2] პარტია გაერთიანებული რეფორმისტული მოქმედების თავმჯდომარე. 2020-2022 წლებში იყო მონტენეგროს ვიცე-პრემიერი.[3]
დრიტან აბაზოვიჩი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1985 (38 წლის) |
დაბადების ადგილი | ულცინი |
მოქალაქეობა | მონტენეგრო |
განათლება | მონტენეგროს უნივერსიტეტი და სარაევოს უნივერსიტეტი |
ეროვნება | ალბანელები (ალბანეთი)[1] |
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებააბაზოვიჩი დაიბადა 1985 წლის 25 დეკემბერს ულცინში, ჩერნოგორიის სოციალისტურ რესპუბლიკაში, იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში,[4] ეთნიკური ალბანელების ოჯახში. წარმატებით დაამთავრა სარაევოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი,[5] ხოლო მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში, მონტენეგროს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიიღო.[6] 2019 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია სახელწოდებით „გლობალური პოლიტიკა — გლობალიზაციის ეთიკური ასპექტები“.[7]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებააბაზოვიჩი იყო პარტია პოზიტიური მონტენეგროს ერთ-ერთი დამფუძნებელი.[8] 2012 წლის მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 81 ადგილიდან 7 მოიპოვა, რის შედეგადაც აბაზოვიჩი გახდა მონტენეგროს პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი.[9] 2014 წელს, პარტიაში განხეთქილების შემდეგ, აბაზოვიჩმა დატოვა პოზიტიური მონტენეგრო და შეუერთდა ახლად დაარსებულ გაერთიანებულ რეფორმისტულ მოქმედებას 2015 წელს.[10]
2020 წელს პოლიტიკოსი ზდრავკო კრივოკაპიჩი გახდა მონტენეგროს ახალი პრემიერ-მინისტრი, აბაზოვიჩი კი — ვიცე-პრემიერი.[11]
2022 წლის 3 მარტს, პრეზიდენტ ჯუკანოვიჩმა სთხოვა აბაზოვიჩს ახალი მთავრობა შეექმნა.[12] 28 აპრილს მონტენეგროს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომელიც შედგებოდა როგორც პროევროპული, ისე პროსერბული პარტიების ფართო კოალიციისგან, აბაზოვიჩმა კი — პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა.[13] აბაზოვიჩმა განუცხადა დეპუტატებს, რომ ახალი მთავრობა აქცენტს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი რეფორმებზე გააკეთებს, რათა მონტენეგრომ შეძლოს გაწევრიანების პროცესის დაჩქარება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის პრიორიტეტი იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, უფრო მდგრადი ინვესტიციები და განვითარება.[13]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებააბაზოვიჩი არის ეთნიკური ალბანელი[14] და მუსლიმი.[15] თავისუფლად ფლობს სერბო-ხორვატულ, ალბანურ და ინგლისურ ენებს.[6] 2010 წელს მან გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი სახელწოდებით „კოსმოპოლიტური კულტურა და გლობალური სამართლიანობა“.[16] იგი ასევე მუშაობდა ულცინის საშუალო სკოლის მასწავლებლად, ასწავლიდა კულტურის სოციოლოგიას, კომუნიკაციასა და რელიგიის ისტორიას.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.novosti.rs/crna-gora/vesti/913410/dritan-abazovic-kako-albanca-zavisi-buducnost-crne-gore
- ↑ Izabrana 43. Vlada Crne Gore sr. ციტირების თარიღი: 28 April 2022
- ↑ Montenegro Elects First Government Without Djukanovic Party en-US (4 December 2020).
- ↑ Dritan Abazović en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 აგვისტო 2021. ციტირების თარიღი: 28 April 2022
- ↑ 5.0 5.1 Dritan Abazović Biografija sr-RS (10 September 2020). ციტირების თარიღი: 29 April 2022
- ↑ 6.0 6.1 Predsjednik. ციტირების თარიღი: 29 April 2022
- ↑ Dritan Abazović doktorirao u Sarajevu.
- ↑ Osnivački kongres Pozitivne CG 26. maja: Vrijeme političkih promjena sr. ციტირების თარიღი: 29 April 2022
- ↑ DA LI ZNATE KOLIKO GODINA IMA DRITAN ABAZOVIĆ? Patosiraćete se sr. ციტირების თარიღი: 29 April 2022
- ↑ Frakcija isključena iz Pozitivne, partiju napustio i Abazović sh. ციტირების თარიღი: 29 April 2022
- ↑ ABAZOVIĆ ODGOVORIO MILU: Providno je tvitnuo, ali nije demantovao dug od 12,4 miliona evra sr. ციტირების თარიღი: 5 January 2021
- ↑ Milic, Pedrag (3 March 2022). „Montenegro PM-designate named to form pro-Western government“. ABC News. ციტირების თარიღი: 4 March 2022.
- ↑ 13.0 13.1 Vasiljevic, Stevo (28 April 2022). „Montenegro approves new minority government focused on joining EU“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 28 April 2022.
- ↑ Ko je Albanac Dritan Abazović i kako od njega zavisi budućnost u Crnoj Gori sr (31 August 2020). ციტირების თარიღი: 28 April 2022
- ↑ Amfilohije: Abazović, naš ugledni musliman bi povukao zakon zbog naroda na ulici Montenegrin (29 February 2020). ციტირების თარიღი: 28 April 2022
- ↑ Promocija knjige mr. Dritan Abazi "Kosmopolitska kultura i globalna pravda" sq (3 March 2010). ციტირების თარიღი: 29 April 2022