„დრედი“ (ინგლ. Dredd) — 2012 წლის მოქმედებითი სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი, რომლის რეჟისორია პიტ ტრევისი, პროდიუსერები არიან ენდრიუ მაკდონალდი, ალონ რაიხი და ალექს გარლანდი, რომელიც აგრეთვე ფილმის სცენარისტია. მუსიკა ეკუთვნის პოლ ლეონარდ-მორგანს. მონაწილეობენ კარლ ურბანი, ოლივია თირბლი, ვუდ ჰარისი, ლენა ჰიდი და სხვები.

„Dredd“
რეჟისორი პიტ ტრევისი
პროდიუსერი
სცენარისტი ალექს გარლანდი
ეფუძნება „მსაჯული დრედი“
— ჯონ ვაგნერი
კარლოს ესკეტა
როლებში
მუსიკა პოლ ლეონარდ-მორგანი
ოპერატორი ენტონი დოდ მენტლი
მონტაჟი მარკ ეკერზლი
სტუდია
დისტრიბუტორი
ხანგრძლივობა 95 წუთი[1]
ქვეყანა
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 30-45 მლნ აშშ დოლარი[3][4]
შემოსავალი 41.5 მლნ აშშ დოლარი[5]

ფილმი დაფუძნებულია ჯონ ვაგნერისა და კარლოს ესკერას კომიქსზე „მსაჯული დრედი“. მოქმედება ვითარდება ანტიუტოპიურ მეგაპოლისში სახელად მეგა-სიტი ერთი, რომელიც მდებარეობს პოსტაპოკალიპტიკურ უდაბნოში. სიუჟეტის ცენტრშია მსაჯული დრედი — სამართალდამცავი, რომელსაც მინიჭებული აქვს მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულისა და პროკურორის უფლებამოსილება. დრედს და მის ახალბედა პარტნიორს, მსაჯულ ანდერსონს, დავალებული აქვთ ქალაქში არსებულ 200-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში წესრიგის დამყარება და მის მაცხოვრებელ, „დედას“ ზედმეტსახელით ცნობილ გავლენიან ნარკობარონთან გამკვლავება.

გარლანდი სცენარზე მუშაობას ჯერ კიდევ 2006 წელს შეუდგა.[6] ფილმის წარმოება ითავა ბრიტანულმა კომპანია DNA Films-მა Reliance Entertainment და IM Global-თან პარტნიორობით.[7][8] გადაღებები დაიწყო 2008 წლის ნოემბერში და ძირითადად მიმდინარეობდა კეიპტაუნსა და იოჰანესბურგში. 2012 წელს მწარმოებლებმა დაადასტურეს, რომ ფილმი იქნებოდა „მსაჯული დრედის“ კომიქსის ახალი კინოადაპტაცია და არა 1995 წელს გამოსული კინოადაპტაციის, „მსაჯული დრედის რიმეიკი, რომელშიც სილვესტერ სტალონე მონაწილეობს.[6]

ფილმს გაერთიანებულ სამეფოში დისტრიბუცია გაუწია Entertainment Film Distributors-მა, აშშ-ში — Lionsgate-მა.[9] პრემიერა გაიმართა 2013 წლის 11 ივლისს San Diego Comic-Con-ზე, აშშ-ში.[10] იმავე წლის 6 სექტემბერს იგი აგრეთვე ნაჩვენები იქნა Toronto International Film Festival-ზე.[11] კინოთეატრებში პირველად აჩვენეს გაერთიანებულ სამეფოში 7 სექტემბერს, მსოფლიოს მასშტაბით — 21 სექტემბერს,[12] ხოლო სამხრეთ აფრიკაში28 სექტემბერს.[13]

„დრედს“ წილად ხვდა დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისაგან,[14][15][16] მათ ძირითადად შეაქეს ვიზუალური ეფექტები და მსახიობთა შესრულება, თუმცა ამავე დროს, გააკრიტიკეს იგი გადაზეტმეტებული ძალადობისა და სატირული ელემენტების არ ქონის გამო, რომელიც ჭარბადა ასახული კომიქსში. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე, მისი მთლიანი რეიტინგია 79 % (161 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[17] დადებითი შეფასებების მიუხედავად, მისმა შემოსავალმა მხოლოდ და მხოლოდ 41.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,[5] თუმცა ფინანსური მოგება კინოგაქირავებაში მოიპოვა. მას შემდეგ „დრედი“ მიჩნეულია საკულტო ფილმად. კინოთეატრებში განცდილი კომერციული კრახის შემდეგ, „დრედის“ მეორე ნაწილის გადაღება ეჭქვეშ დადგა, თუმცა კინოგაქირავებაში მიღებულმა მოგებამ და გულშემატკივართა დაჟინებულმა თხოვნამ დააფიქრა მწარმოებელი გაგრძელების შექმნაზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Dredd. British Board of Film Classification (29 August 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 August 2012. ციტირების თარიღი: 29 August 2012.
  2. Production 2012, p. 31.
  3. Brew, Simon. (12 May 2016) Karl Urban interview: Dredd, Dredd 2. Den of Geek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 May 2017. ციტირების თარიღი: 12 May 2016.
  4. Lodderhose, Diana. (3 September 2010) Thirlby joins 'Judge Dredd'. Variety. PMC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2012. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
  5. 5.0 5.1 Dredd. The Numbers (23 December 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 September 2014. ციტირების თარიღი: 23 December 2013.
  6. 6.0 6.1 Williams, Owen. (2012)Exclusive: John Wagner and Alex Garland Talk Dredd. Empire. Bauer Media Group. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 October 2012. ციტირების თარიღი: 5 September 2012.
  7. Anders, Charlie Jane. (20 December 2008) New Judge Dredd Movie Getting Danny Boyle Treatment?. io9. Gawker Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 December 2013. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
  8. Young, Rob. (4 September 2012) Alex Garland Interview: Dredd 3D, SLO-MO, Sequel Ideas & More!. What Culture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 September 2012. ციტირების თარიღი: 7 September 2012.
  9. McClintock, Pamela; McNary, Dave. (2 November 2010) Lionsgate, IM Global reach three-pic deal. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 November 2010.
  10. Weintraub, Steve. (3 July 2012) Free Screening of Dredd 3D Wednesday Night at Comic-Con; Plus Karl Urban Moderates the Masters of the Web Panel Thursday. Collider. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 September 2012. ციტირების თარიღი: 5 September 2012.
  11. Punter, Jennie. (4 September 2012) Toronto ups the volume. Variety. PMC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 February 2013. ციტირების თარიღი: 5 September 2012.
  12. Eames, Tom. (9 August 2012) Karl Urban, Wentworth Miller, Eric Stonestreet in 'The Loft' trailer. Digital Spy. Hearst Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 August 2012. ციტირების თარიღი: 4 September 2012.
  13. Barodien, Shaheema. (28 January 2012) Karl Urban visits Cape Town and talks Dredd 3D and the Springboks. [News24. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2014. ციტირების თარიღი: 5 April 2014.
  14. Armitage, Hugh. (24 June 2013) 'Dredd 3D' sequel rumour causes DVD sales spike. Digital Spy. Hearst Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 June 2013. ციტირების თარიღი: 25 June 2013.
  15. Gallagher, Brian. (25 July 2013) Dredd 3D Sequel Petition Launches Online. MovieWeb. WATCHR Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 July 2013. ციტირების თარიღი: 15 August 2013.
  16. Sullivan, Kevin P.. (21 September 2012) 'Dredd 3D': The Reviews Are In!. MTV. Viacom. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2012. ციტირების თარიღი: 15 August 2013.
  17. Dredd (2012). Rotten Tomatoes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 June 2014. ციტირების თარიღი: 3 July 2018.