დრაგან რადულოვიჩი

დრაგან რადულოვიჩი (დ. ცეტინიე 1969) — მონტენეგროელი მწერალი და ესეისტი. დაამთავრა ბელგრადის უნივერსიტეტის, ფილოსოფიის ფაკულტეტი. წერს ესეებს და ლიტერატურულ მიმოხილვებს ჩერნოგორიული გამომცემლობებისთვის. 2001 წელს გამოსცა მცირე ისტორიების კრებული Petrifikacija რომელიც სხვა და სხვა ჟანრის გამოყენებით არის შესრულებული.

დრაგან რადულოვიჩი
დაბადების თარიღი 1969[1]
დაბადების ადგილი ცეტინე
საქმიანობა მწერალი, ლიტერატურული კრიტიკოსი[2] და ესეისტი[2]
მოქალაქეობა  მონტენეგრო[3]
ალმა-მატერი ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი

მისი შემდეგი ნაწარმოები იყო ნოველა სახელით Auschwitz Cafe,[4] რომელიც მონტენეგროში 2003 წელს გამოიცა ჩერნოგორიაში ხოლო 2006 წელს ხორვატიაში. სიუჟეტი აგებულია ყოფილ იუგოსლავიაში ომის დროს მომხდარ ფაქტხე, როდესაც ავტობუსიდან ბოსნიელი მუსლიმები ჩამოიყვანეს და დახვრიტეს.

შემდეგი ნაწარმოები გამოიცა 2005 წელს: Vitezovi ništavila: Đavo u tranzicionom Disneylandu, რომელიც შედგენილი იყო შერეული ისტორიებით და საგაზეთო ტექსტებით. 2007 წელს გამოსცა შვიდი ისტორიისგან შედგენილი კრებული: Splav Meduze / The Raft of the Medusa რომელიც ხორვატიაში დაიბეჭდა. რადულოვიჩი ცხოვრობს ბუდვაში სადაც ის ასწავლის ფილოსოფიას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება