დორინ რეჩანი
დორინ რეჩანი (მოლდ. Dorin Recean; დ. 17 მარტი 1974, დონდუშენი, მოლდავეთის სსრ, სსრკ) — მოლდოველი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. მოლდოვის პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მოლდოვის რესპუბლიკის უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი 2022 წლის 7 თებერვლიდან.
დორინ რეჩანი | |
---|---|
რუმ. Dorin Recean | |
დაბადების თარიღი | 17 მარტი, 1974 (50 წლის) |
დაბადების ადგილი | დონდუშენი, მოლდავეთის სსრ |
მოქალაქეობა |
მოლდოვა რუმინეთი[1] |
განათლება | მოლდოვის ეკონომიკური განათლების აკადემია და Newport International University |
ეროვნება | რუმინელები[1] |
ჯილდოები | Order of Work Merit |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1974 წლის 17 მარტს დონდუშენში.[2] 1996 წელს დაასრულა მოლდოვის ეკონომიკური განათლების აკადემია და გახდა საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის ბაკალავრი.[3] 2000 წელს მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ნიუპორტის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბელგიის ფილიალში.[3]
რეჩანი მხარს უჭერს მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებას და დასავლეთთან მჭიდრო კავშირებს.[4]
2023 წლის თებერვალში მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რეჩანი მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა, ნატალია გავრილიცას გადადგომის შემდეგ.[5]
დაოჯახებულია და ჰყავს ორი შვილი.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 https://www.euronews.ro/articole/dorin-recean-rusia-isi-extinde-razboiul-hibrid-si-in-romania-si-in-alte-tari-ue-m
- ↑ Deputy Minister. Ministry of Information Technology and Communications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 14 April 2013
- ↑ 3.0 3.1 3.2 Dorin Recean, Minister of Internal Affairs. Government of the Republic of Moldova. ციტირების თარიღი: 14 April 2013
- ↑ „Pro-Western Recean set to succeed Moldova’s PM who resigned“. Associated Press. ციტირების თარიღი: 10 February 2023.
- ↑ „მაია სანდუმ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დორინ რეჩანი წარადგინა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 10 February 2023.