გუსტავ დორე
პოლ გუსტავ დორე (ფრანგ. Paul Gustave Doré; 6 იანვარი 1832, სტრასბურგი — 23 იანვარი 1883, პარიზი) — ფრანგი გრაფიკოსი, მოქანდაკე და ფერმწერი. დორე ძირითადად ხის გრავიურებზე მუშაობდა.
გუსტავ დორე | |
---|---|
Paul Gustave Doré | |
პოლ გუსტავ დორე (ფელიქს ნადარის ფოტოგრაფია, 1867.) | |
სრული სახელი | პოლ გუსტავ დორე |
დაიბადა | 6 იანვარი, 1832 |
დაბადების ადგილი | სტრასბურგი |
გარდაიცვალა | 23 იანვარი, 1883 |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი |
ეროვნება | ფრანგი |
სფერო | ისტორიული ფერწერა |
ჟანრი | ისტორიული ფერწერა, ალეგორია[1] , რელიგიური ხელოვნება[1] , ფიგურა[1] , კარიკატურა[1] და პორტრეტი[1] |
ცხოვრება და ხელოვნება
რედაქტირებაგუსტავ დორე ხიდების მშენებლის, პიერ-ლუი-ქრისტეფორე დორეს ოჯახში დაიბადა, სტრასბურგში. მისი მხატვრული ნიჭი პატარაობიდანვე იწვევდა გარშემომყოფი ადამიანების გაოცებას, 10 წლის ასაკში შექმნა ილუსტრაციები დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიისთვის“, ხოლო 15 წლის ასაკში პირველად გამოქვეყნდა მისი ილუსტრირებული ნაწარმოები. გარკვეული დროის შემდეგ, 1841 წელს მისი ოჯახი საცხოვრებლად ბურში გადადის. ამ გადასვლამ დორეს სამხატვრო მოღვაწეობაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. 1847 წელს დორე დედასთან ერთად ხელახლა ამჯერად პარიზში გადადის, სადაც გუსტავი შარლემანის ლიცეუმში ირიცხება. შემდეგ ახალგაზრდა მხატვარი ჰერაკლეს გმირობების საკუთარი სერიებით, მიმართავს „ჟურნალ პურ რირ“-ის მთავარ რედაქტორს და სამუშაოზე ირიცხება, სადაც ხელფასად 5000 ფრანკს იღებს. იმავე წლის ბოლოს გამოქვეყნდა ლითოგრაფიის ალბომი „ჰერაკლეს გმირობები“, გამოცემაში მიეთითა, რომ ამ ლითოგრაფიის ავტორი იყო 15 წლის თვითნასწავლი მხატვარი, რომელმაც ისინი კლასიკური შტუდიის გარეშე შეასრულა.
ცნობილია, რომ მხატვარი თავის სამუშაო დღეს სამ ნაწიალდ ყოფდა: დილა ეთმობოდა გრაფიკას, შუადღე — ფერწერას, საღამო — ისევ გრაფიკას. დორემ მაინც ვერ შეძლო სამხატვრო განათლების მიღება, თუმცა დიდ დროს ატარებდა ლუვრში და ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ნახატებსა და გრავიურებს შეისწავლიდა.
ნამუშევრების გალერეა
რედაქტირება-
„ამოცანა“ (ლათ. aenigma)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გუსტავ დორე — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- Gustave Doré Digital Collection of Illustrations დაარქივებული 2015-04-29 საიტზე Wayback Machine. from the University at Buffalo Libraries
- Doré's grave site at პერ-ლაშეზის სასაფლაო
- German FTP with Doré illustrations დაარქივებული 2016-02-01 საიტზე Wayback Machine.
- Great Bible Tarot - deck based on biblical Gustave Dore illustrations დაარქივებული 2014-08-14 საიტზე Wayback Machine.
- Dor2 Bible Gallery