დონგფაიაიენი (ტაილ. ดงพญาเย็น) — მთათა სისტემა ცენტრალურ ტაილანდში. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და მისი სიგრძე 230 კმ-ია, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1 351 მ.

დონგფაიაიენი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები x
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 14°33′00″ ჩ. გ. 102°05′00″ ა. გ. / 14.55000° ჩ. გ. 102.08333° ა. გ. / 14.55000; 102.08333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2005  (29-ე სესია)
ნომერი 590
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 590
ინგლ.რუს.ფრ.

ერთ დროს, ეს ტერიტორია უღრანი ტყეებით იყო დაფარული, სადაც მალარია მძვინვარებდა და მისი გადაკვეთა ფაქტობრივად სიკვდილს ნიშნავდა. ტყის ძირითადი ნაწილი XX საუკუნის დასაწყისიდან გაიჩეხა.

დონგფაიაიენის მთებში რამდენიმე ეროვნული პარკი მდებარეობს. მათ შორის ყველაზე ცნობილია კჰაუიაის პარკი, რომელიც ტაილანდში შექმნილი პირველი ეროვნული პარკია. ყველა ამ დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი 6 155 კმ²-ია.

2005 წელს, დონგფაიაიენის მთებში მდებარე ტყეები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება