დომინიკის სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დომინიკის სამზარეულო კუნძულოვანი ქვეყნის - დომინიკის სამზარეულო. სამზარეულო დაფუძნებულია კრეოლის ტექნიკაზე და კუნძულზე ნაპოვნ სანელებლებით არომატიზირებულ ადგილობრივ პროდუქტებზე. [1]

ბაზრობა დომინიკაში

დომინიკის სამზარეულო კარიბის ზღვის აუზის მრავალი სხვა კუნძულის სამზარეულოს მსგავსია. მათ შორის ტრინიდადი და წმინდა ლუსიას სამარეულოები ძალიან ჰგავს დომინიკის სამზარეულოს. წყლით გამოყოფამ დომინიკასა და კარიბის ზღვის აუზის სხვა თანამეგობრობის კუნძულებზე მკაფიო ცვლილებები მოახდინა მათ კვებაზე და ერთგვაროვანი საკვების მიუხედავად მათი რაციონი მაინც განსხვავდება.

საუზმე კვების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია დომინიკაში და ის ყოველ დილით აქვთ. ჩვეულებრივ კერძში შედის მარილიანი თევზი, რომელიც ხმელი და დამარილებული თევზია. ცომისგან დამზადებული და ზეთში შემწვარი ნამცხვრები პოპულარულია სამუშაოზე ხანგრძლივი დღის განმავლობაში. მარილიანი თევზი და ნამცხვრები შესაძლებელია მიიღონ ორმაგი რაოდენობით დღის განმავლობაში, რადგან როგორც წესი ის გადის სწრაფი კვების საჭმელში, რომელთა ჭამა მთელი დღის განმავლობაში შეიძლება, განსაკუთრებით კი მუშაობის პერიოდში; მოვაჭრეები დომინიკის ქუჩებში ყიდიან ამ საჭმელებს გამვლელებისათვის. შემწვარი ქათამი, თევზი და გემრიელი სმუზი განსაკუთრებით პოპულარულია ამგვარ ვაჭრებს შორის. საუზმეზე სხვა კერძებში შედის სიმინდის ფაფა, რომელიც მზადდება წვრილმარცვლოვანი ხორბლის ან პოლენტას, რძით და შედედებული რძით და შაქრით, რათა კარგად დატკბეს. აქვე ვხვდებით ბრიტანული გავლენის მქონე საჭმელსაც, როგორიცაა კვერცხი, ბეკონი და ტოსტი. ასევე პოპულარულია შემწვარი თევზი და მცენარეები.

ლანჩის დროს ან ვახშმის დროს მიირთმევენ ჩვეულებრივ ბოსტნეულს, მცენარეებს, ტანიას, იამებს, კარტოფილს, ბრინჯს და ბარდას. ჩვეულებრივ, ხორცსა და ფრინველსაც მიირთმევენ, განსაკუთრებით კი ქათამს (რომელიც ძალიან პოპულარულია), საქონლის ხორცს, თევზს, რომელსაც ჩვეულებრივ ხახვს, სტაფილოს, ნიორს, კოჭას და მწვანილს უხამებენ. პოპულარულ კერძებში შედის ბრინჯი და ბარდა, ქათმის ხორცი, შემწვარი და ჩაშუშული თევზი და მრავალი სხვადასხვა სახის თევზის ბულიონი და წვნიანები, რომლებიც სავსეა სტაფილოთი და სხვადასხვა ბოსტნეულით.

გზისპირა სტენდებსა და პატარა ქალაქის რესტორნებში ჩვეულებრივ ძალიან პოპულარულია შემწვარი ქათამი, თევზის ჩიფსი და "გემრიელი ნამცხვრები", რომლებიც რეალურად შემწვარი ცომია, ფქვილით, წყლით და შაქრით ან ზოგჯერ მარილით გაჯერებული. ცივ სასმელებთან ერთად. კუნძულზე უამრავი ეგზოტიკური ხილია, მათ შორის ბანანი, ქოქოსი, პაპაია, გვავა, ანანასი და მანგო, რომელთა მირთმევაც შესაძლებელია დესერტად, პიურედ ან გათხევადებით. [2]

დომინიკის ეროვნული კერძი იყო მთის ქათამი, რომელიც არისიგივე Crapaud. იგი დომინიკასა და მონსერატის ენდემური სახეობაა. ბინადრობს მაღალ სიმაღლეებზე და ის დაცული სახეობაა. მისი დაჭერა მხოლოდ შემოდგომიდან თებერვლამდე შეიძლება. ამასთან, 2013 წლისთვის ახალი ეროვნული კერძი გახდა კალალაოს წვნიანი, რომელიც მზადდება დაშას მცენარის მწვანე ფოთლებისგან, სხვა ბოსტნეულისა და ხორცისგან.

მდინარეებიდან ჩამოსული უხვი მტკნარი წყლით მდიდარია დომინიკის სახელმწიფო. სასმელებში შედის რომის პუნში და სმუზი.

დომინიკის ჩაის კულტურას ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბევრი ტრადიციული სამკურნალო ჩაი კუნძულის ორიგინალურმა, კარიბულმა კულტურამ წარმოიშვა. დომინიკა საკუთარ ლუდს ასხამს კუბულის ეტიკეტით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Sullivan, Lynne M. Adventure Guide to Dominica and St Lucia. Hunter Publishing, Inc, 2004. ISBN 1-58843-393-5. P.107
  2. Dominica's Dining. Discover Dominica Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-23.