ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დომბაი — საკურორტო სოფელი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე. სოფელი ყარაჩაევის რაიონის ნაწილია. მდებარეობს დაახლოებით 1600 მეტრის სიმაღლეზე, მთავარი კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ძირში, მდინარეების ალიბეკისა და დომბეი-ულგენის შესართავთან. 2019 წლის მონაცემებით დომბაში ცხოვრობს 648 ადამიანი. ძირითადად ყარაჩაელები, ჩერქეზები და რუსები სახლობენ.

გზა უკავშირდება სოფელ თებერდას. ადმინისტრაციულ ცენტრამდე დაშორება დაახლოებით 120 კილომეტრია (გზის გავლით). მანძილი უახლოეს სარკინიგზო სადგურთან ქალაქ უტ-ძეგუტამდე კი დაახლოებით 100 კილომეტრია.

სიტყვა "დომბაი" ყარაჩაული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს „ბისონს“. ერთხელ, დომბეის ტყეებში, კავკასიური ბისონის მთელი ნახირი შემოსულა. სწორედ აქედან მომდინარეობს სოფლის ეს სახელი.

რეგიონში აღნიშNული სოფლის გაჩენა დაკავშირებულია ტურიზმის განვითარებასთან, რომლის დასაწყისიც 1920-იანი წლებით თარიღდება, თუმცა არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ ზოგიერთი ტურისტული ჯგუფი ამ ადგილებში ჯერ კიდევ იმყოფებოდა 1911 წელს. 1921 წელს აქ გამოჩნდა პირველი ორგანიზებული ტურისტული ბაზა. კურორტის პოპულარიზაცია სულ უფრო და უფრო მატულობს 1925 წლიდან. მიმდინარეობს სისტემატური გამოკვლევა და აღწერა მიმდებარე მწვერვალებისა და გადასასვლელებისა.

სპორტული კომპლექსის მასშტაბური მშენებლობა დომბაიში პოლიანაში დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით მაღალმთიან რაიონში დასვენების, ტურიზმის, თხილამურებით სრიალის განვითარებას შეუწყობს ხელს. 1972-1976 წლებში რეგიონში უკვე არსებობდა რამდენიმე სასტუმრო. 1984 წელს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რამდენიმე სასტუმროს. 1936-1961 წლებში შეიქმნა და განვითარდა ალპური ბანაკი, სოფლის სამხრეთ-დასავლეთით.

მდინარე ალიბეკის ზედა მიდამოებში მდებარეობს ალიბეკის საფეხმავლო ბანაკი - კავკასიაში ერთ-ერთი უძველესი, რომელსაც მიენიჭა ურბანული ტიპის დასახლების სტატუსი 1965 წელს .

სასტუმროებისა და ბანაკების ადგილების მშენებლობასთან ერთად, აშენდა საკაბელო გზები. 2004-2007 წლებში აშენდა ახალი საკაბელო მაგისტრალის სამი ხაზი - გონდოლას ერთი მონაკვეთი და ექვსი განყოფილების ორი მონაკვეთი, რომლებსაცც მოთხილამურეები გადაჰყავთ მუსა-აჩიტარას მთის მწვერვალზე (დაახლოებით 3200 მეტრზე).

სოფელში ეკონომიკური საქმიანობა ასოცირდება ტურისტულ მომსახურებასთან: არის უამრავი რესტორანი, კაფე და სასტუმრო. დომბეი ცნობილია, როგორც რუსეთში ზამთრის სპორტული ცენტრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დომბაი“-დან