დოეს-გრაკალის არხი
სარწყავი არხი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
დოეს-გრაკალის არხი — სარწყავი არხი აღმოსავლეთ საქართველოში, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.[1] სათავე აქვს გორთან მოწყობილ სათავე ნაგებობიდან. წყალს იღებს მდინარე მტკვრიდან.[2] საირიგაციო სისტემის სიგრძეა 17,2 კმ, ასარწყავებს 1535 ჰექტარ სამეურნეო სავარგულს (დაახლ. 2000 კომლს).[1] გაივლის სოფლებს ქვახვრელს, უფლისციხეს, დოესს, არხის ბოლო სოფელია გრაკალი.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2020.
- ↑ 2.0 2.1 სოფელ ქვახვრელში დოეს-გრაკალის სარწყავი არხი გაიწმინდა. pia.ge (4 ივნისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-12. ციტირების თარიღი: 13 ივნისი, 2020.