დმანური ფელსი — მეფე დავით VI ნარინის მიერ დმანისში 1245 წელს მოჭრილი სპილენძის მონეტა. შუბლზე სამენოვანი (სპარსული, არაბული, ქართული) ზედწერილია: „მონა ყაანისა, ქვეყნის მპყრობელისა, დავით მეფე“. ზოგიერთ ეგზემპლარზე აღნიშნულია მოჭრის თარიღი ქართული ქორონიკონით — 465 (1245). ზურგზე არაბულად აწერია: „ქალაქსა დმანისს ხანგრძლივ ჰყოს იგი ღმერთმან (წელსა) ექვსას ორმოცდაორსა (ჰიჯრით)“ და მოჭრის თარიღი ჰიჯრით — 642 (1245). XIII საუკუნის დმანისში ზარაფხანის არსებობა გვიჩვენებს, რომ მონღოლთა ბატონობის დროს ერთხანს დმანისის საქართველოს ერთ-ერთი პოლიტიკური ცენტრი ყოფილა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომოური თ., XIII საუკუნის ქართული ფულის საკითხთა გამო, «საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B;
  • წერეთელი გ., დმანისის მონეტის გამო, «ლიტერატურული ძიებანი», 1944, ტ. 2