დმანისის ქუჩა
დმანისის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი). კონსტანტინე ერისთავის ქუჩიდან მარტყოფის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ნორიოს ქუჩა, XX საუკუნის 30-იან წლებში თედო შუშიაშვილის სახელი ეწოდა. 1946 წელს — დმანისის ქუჩა. აქვს I შესახვევი.
დმანისის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ისნის რაიონი |
წინა სახელები | ნორიოს ქუჩა, თედო შუშიაშვილის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 63, ISBN 978-99928-20-35-3.