დიღმის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან დიღმის ბრძოლა 1567)
დიღმის ბრძოლა
სეფიანების საქართველოში შემოსევები ნაწილი
თარიღი 1567
მდებარეობა დიღმის ვაკე, ქართლის სამეფო
შედეგი ქართლის სამეფოს გამარჯვება
მხარეები
ქართლის სამეფო სეფიანთა იმპერია
მეთაურები
სვიმონ I დაუთ-ხანი
ძალები
უცნობი უცნობი
დანაკარგები
უცნობი 2000 მეომარი

დიღმის ბრძოლა 1567 — ყიზილბაშ დამპყრობლებთან ქართველი ხალხის ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდი.

ირანის შაჰის თამაზ I-ის მიერ ქართლის მეფედ დანიშნული გამაჰმადიანებული დავით XI (დაუთ-ხანი) ყიზილბაშთა ძალებით თბილისის ციხეში იყო გამაგრებული. 1567 წელს ქართლის მეფემ სიმონ I-მა თბილისის გასათავისუფლებლად ლაშქარი შეკრიბა და დიღმის ველზე დადგა. დავით XI ქალაქის ციხიდან გამოვიდა ყიზილბაშების, თბილისის მოლაშქრეთა და სომხით-საბარათიანოს ლაშქრით და სიმონ I-ის ლაშქარს შეება. ამ ბრძოლაში დავით XI დამარცხდა. ერთი ცნობით, მას 2000 მეომარი დაეღუპა. ბრძოლის ველიდან გაქცეულმა დავით XI-მ თბილისის ციხეს შეაფარა თავი. სიმონ I-მა თბილისს ალყა შემოარტყა, მაგრამ ქალაქის გათავისუფლება ვერ შეძლო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გუჩუა ვ., სვანიძე მ., ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მთლიანობის აღდგენისათვის XVI საუკუნეში, წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;