ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დიქსი (ინგ. "Dixie", აგრეთვე ცნობილი როგორც "I Wish I Was in Dixie" ან "Dixie's Land"), -- პოპულარული ამერიკული სიმღერა. ეს მე-19 საუკუნის ყველაზე გამორჩეული ამერიკული მუსიკალური პროდუქტია და შესაძლოა ყველაზე კარგად ცნობილი სიმღერა, რომელიც ბლეკფეის მინსტრელის შოუმ შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ის ხალხურად არ ითვლება, "დიქსი" მას შემდეგ ამერიკულ ხალხური ფოლკლორის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამ სიმღერამ დაამკვიდრა სიტყვა დიქსი ამერიკულ ლექსიკონში, როგორც სამხრეთის შტატების სინონიმი.

სიმღერის სარეკლამო აბრა, დ. 1900

ძირითადი წყაროები სიმღერის შექმნას დენიელ დეკატურ ემეტს მიაწერენ. თუმცა, თავად ემეტის სიცოცხლის განმავლობაშიც კი უამრავი ადამიანი იჩემებდა "დიქსის" ავტორობას. წარმოშობის დადგენის პრობლემას ისიც ართულებს, რომ საკუთარი სიზარმაცის გამო ემეტს ამ სიმღერაზე საავტორო უფლებები არ დაუცავს.

სიმღერამ პირველად გაიჟღერა ბლეკფეისის მინსტრელის შოუზე 1850-იანებში და სწრაფად გახდა პოპულარული მთელ შეერთებულ შტატებში. ლექსი სიმღერისთვის დაწერილია აფრო-ამერიკული სლენგის რასისტული, გაზვიადებული ვერსიით და მოუთხრობს ისტორიას განთავისუფლებული შავკანიანი მონისა, რომელსაც დაბადების პლანტაციისკენ მიუწევს გული. ამერიკის სამოქალაქო ომის დროს "დიქსი" კონფედერატთა მიერ საკუთარ ჰიმნად იქნა მიღებული. ამ პერიოდში გაჩენილი სიმღერის ახალი ვერსიები უფრო უკავშირდებოდა სამოქალაქო ომის მოვლენებს. ამერიკული სამოქალაქო უფლებების მოძრაობის გაძლიერებასთან ერთად, ბევრმა სიმღერის ლირიკა ძველი სამხრეთის იკონოგრაფიასა და იდეოლოგიას დაუკავშირა.

დღეს "დიქსი" ხშირად შეურაცმყოფელად მიიჩნევა და მისი შესრულება გაიგივებულია ამერიკული სამხრეთის მონობის კონცეფციისადმი თანაგრძნობასთან. სიმღერის მომხრეები, მეორე მხრივ, განიხილავენ მას, როგორც სამხრეთის კულტურულ დანატოვარს. თუმცა უმრავლესობისთვის ის დღესაც ჩვეულებრივი სიმღერაა საკმაოდ ამყოლი მელოდიით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიქსი_(სიმღერა)“-დან