დიფის რეგიონი (ფრანგ. Diffa) — ნიგერის რეგიონი, რომლის ფართობია 156 906 კმ², ხოლო 2012 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 593 821 ადამიანს.[1] ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი დიფა.

რეგიონი
დიფის რეგიონი
ფრანგ. Diffa
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
ადმ. ცენტრი Diffa
შიდა დაყოფა Diffa Department, Maïné-Soroa Department და N'Guigmi Department
კოორდინატები 14°00′00″ ჩ. გ. 13°00′00″ ა. გ. / 14.00000° ჩ. გ. 13.00000° ა. გ. / 14.00000; 13.00000
ფართობი 156 906 კმ²
მოსახლეობა 593 821 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 3,78 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]

გეოგრაფია რედაქტირება

დიფის რეგიონი მდებარეობს ნიგერის სამხრეთ-აღმოსავლეთში. მისგან ჩრდილოეთში მდებარეობს აგადესის რეგიონი, დასავლეთში — ზინდერის რეგიონი. მისგან აღმოსავლეთში გადის ნიგერის სახელმწიფო საზღვარი ჩადთან, სამხრეთით — ნიგერიასთან. რეგიონის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობს ჩადის ტბა.

მოსახლეობა რედაქტირება

 
დიფის რეგიონის ტიპური პეიზაჟი

მოსახლეობის 85 % ადგილზეა დამაგრებული, ხოლო 15 % — მომთაბარეა. რეგიონის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა — ექსტენსიური სოფლის მეურნეობა და თევზჭერა ჩადის ტბაში. ტბაში წყლის დონის მუდმივი კლების გამო დიფის რეგიონის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უკანასკნელ ათწლეულში მკვეთრად გაუარესდა და მოსახლეობა ტოვებს რეგიონს.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
დიფის რეგიონის დეპარტამენტები.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 3 დეპარტამენტად და 1 მუნიციპალიტეტად (ქალაქი დიფა)[2]..

დიფის დეპარტამენტი (Diffa):

  • ფართობი: 7563 კმ²
  • მოსახლეობა: 209 249 ად. (2011 წელი)

მენ-სოროას დეპარტამენტი (Maïné-Soroa):

  • ფართობი: 16 338 კმ²
  • მოსახლეობა: 202 534 ად. (2011 წელი)

ნგიგმის დეპარტამენტი (N’Guigmi):

  • ფართობი: 133 005 კმ²
  • მოსახლეობა: 77 748 ად. (2011 წელი)

სქოლიო რედაქტირება