დირბის ყველაწმინდის ეკლესია

დირბის ყველაწმინდის ეკლესიაეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ციხის უბანში, ციხე-დარბაზის ჩრდილოეთით 20 მეტრზე. აგებულია XIX საუკუნის ბოლოს.

ეკლესია დარბაზულია (13,5 X 7,3 მ), ნაშენია რიყის ქვითა და აგურით, გარე კუთხეები და ინტერიერის კონსტრუქციული ნაწილები შირიმისა და ბაზალტის თლილი კვადრებითაა ამოყვანილი. შესასვლელი სამხრეთით და ჩრდილოეთით აქვს. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ვიწრო სარკმელია, გვერდებზე კი - სათავსები. ეკლესია შიგნით შელესილი და შეთეთრებულია. ფასადების წყობაში აგურის რიტმული მწკრივები დეკორის შთაბეჭდილებას ქმნის. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადების ფრონტონების ქვეშ აგურით გამოყვანილია ჯვრები. ასეთივე ჯვარია სამხრეთ ფასადზეც, კარის თავზე. ამ კარის გვერდებზე ორი შეისრულთაღოვანი ნიშია. სახურავი ორფერდაა.

ლიტერატურა

რედაქტირება