დიპლოკოკები
დიპლოკოკები (< ბერძ. διπλός [diplós] — „ორმაგი“ და κόκκος [kókkos] — „მარცვალი“) — კოკები (სფერული ბაქტერიები), რომლებიც წყვილ-წყვილად არიან განლაგებული და ზოგჯერ (ორგანიზმში) გარშემორტყმულნი არიან კაფსულით. უმნიშვნელოვანესი პათოგენური დიპლოკოკებია: გონოკოკი (Neisseria gonorrhoeae), პნევმოკოკი (Streptococcus pneumoniae), მენინგოკოკი (Neisseria meningitidis) და სხვ. ადრე პნევმოკოკი გამოყოფილი იყო ცალკე გვარში, რომელსაც დიპლოკოკი (Diplococcus) ეწოდებოდა
პნევმოკოკი , რომელიც წარმოადგენს კრუპოზული ანთების (პნევმონიის) უმთავრეს გამომწვევს, შედგება ორი კოკისგან, რომლებიც გაბრტყელებულია იმ მხარეს, რომლითაც ისინი ერთმანეთისკენ არიან მიმართული; ორგანიზმში მას აქვს კაფსულა. გონოკოკი არის დიპლოკოკი, რომელიც შედგება ორი ყავის მარცვლის ფორმის კოკისგან. მენინგოკოკი ეპიდემიური ცერებროსპინალური მენინგიტის გამომწვევია, ჰგავს გონოკოკს.
როგორც წყვილ-წყვილად ცხოვრების თავისებურება, ისე ცალკეული დიპლოკოკების ფორმა არ არის აუცილებელი მახასიათებელი. ასე მაგალითად, სუფთა კულტურაში ხელოვნურ საკვებ არეებზე პნევმოკოკებს შეიძლება ჰქონდეთ კვერცხისებრი ან სფერული ფორმა და ზოგჯერ წარმოქმნიან მოკლე ჯაჭვებს, კარგავენ რა ამგვარად დიპლოკოკების ფორმას. გონოკოკებს ხელოვნურ საკვებ არეებზე ასევე შეუძლიათ დაკარგონ ტიპური ფორმა და წარმოქმნან გროვები და ა.შ. პათოგენური ფორმების გარდა, ხშირად გვხვდება აგრეთვე დიპლოკოკების საპროფიტული ფორმები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 563.
- Диплококки // Большая медицинская энциклопедия, М., 1970.