დიონისოს ღიმილი
დიონისოს ღიმილი — ქართველი ექსპრესიონისტი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას პირველი, 1925 წლის რომანი.
„დიონისოს ღიმილი“ | |
---|---|
| |
ავტორი | კონსტანტინე გამსახურდია |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
ჟანრი | რომანი ეპისტოლური ლიტერატურა |
გამოცემის თარიღი | 1925 |
გვერდი | 450 |
ISBN | 9789941214318 |
რომანის შესახებ
რედაქტირებადიონისოს ღიმილი — კონსტანტინე გამსახურდიას პირველი მოდერნისტული რომანი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებია მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. დაბრუნების იდეა მან პირველად გამოიყენა ამ რომანში, რომლის იდეოლოგიური დაპირისპირებაა გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგი. მთავარი გმირი, კონსტანტინე სავარსამიძეა. ადამიანი, რომელიც გაიქცა საქართველოდან, აჭრა ვენახი, დაივიწყა მამა და მაინც სამშობლოში დასაბრუნებელ გზებს ეძებს.
რომანის სიუჟეტი და სტრუქტურა
რედაქტირებარომანის მთავარი გმირი, კონსტანტინე სავარსამიძეა. ადამიანი, რომელიც გაიქცა საქართველოდან, აჭრა ვენახი, დაივიწყა მამა და მაინც სამშობლოს ეძებს. ადამიანი, რომელიც მოგზაურობს პარიზში, ბერლინში, ინდოეთში, თუმცაღა მაინც უბედური და მარტოსულია. “მოგზაურობა” მისთვის საკუთარი ადგილის ძიების უშედეგო ცდაა და არა სასიამოვნო პროცესი. ავტორი, კონსტანტინეს გრძელ, მიუვალ გზაზე ატარებს. მისი სვლა სულიერ სამყაროსა და სივრცეში მარტოობის დაძლევისა და სიყვარულთან თანაზიარების სურვილია. თუმცა, ეს გზა ტრაგიკულია. გმირი, ხომ ვერსად პოულობს “საკუთარ თავსა” და “სამშობლოს”. ევროპაში მოგზაურობა პროცესია. კონსტანტინე უამრავ ადამიანს ხვდება, სხვადასხვა მოვლენაში მონაწილეობს. ეს მისთვის ტანჯვაა, რადგან არ არის “სამშობლოში”, თუმცა საქართველოში დაბრუნებისას კიდევ უფრო მძაფრდება მისთვის უსამშობლობის განცდა.
,,ხომ აუტანელია: ქვეყანაზე საკუთარი “შინ” არა გქონდეს, ცაში ღმერთი არ გეგულებოდეს და არც არავის უყვარდე ამ გაუხარებელი ცხოვრების ბნელ ღამეში?" - კონსტანტინე გაორებულია, ამიტომაცაა მასში დიონისე, რომელიც თავის თავში ერთდროულად ატარებს სიკვდილსა და სიცოცხლეს, სიყვარულსა და სიძულვილს. ყოველთვის საინტერესოა, რომანის კითხვისას ავტორის გამოცნობა და პარალელის გავლება მის ბიოგრაფიასთან. კონსტანტინე გამსახურდია ნიცშეს თაყვანისმცემელი იყო. ნიცშეს იდეა, ეცადოს ადამიანი განღმერთდეს და გახდეს “ზეკაცი”, კონსტანტინეშიც აისახება. რომანის გმირი, საკუთარ თავთანაც წაიჩოქებს, მაგრამ მალევე შეამჩნევს საკუთარ “სიპატარავეს”, ლომის ნახვისას, ზოოპარკში.
,,მე, ჩვენი დროის ახალ ქრისტედ მომქონდა თავი, დამცინოდა კიდეც აბისინიის ჯუნგლების უგვირგვინო მეფე. ჩემი სტუმრობა მას ისე არაფრად ჩაუგდია, თითქოს მე უმნიშვნელო ბუზი ვყოფილიფავი, მისი ფერხთით დაგდებული ცხენი ჩონჩხს გარს რომ ეხვია".
ამ ეპიზოდამდე კი ამბობს:
„ყოველი ქრისტიანი თვით უნდა გახდეს ქრისტე და აჰა, მე დავძლიე ჩემი ადამიანური სივაგლახე, მე საცოდავმა და უბინაო მწირმა.“
|
“უბინაო” გმირის ამგვარი მდგომარეობა, ერთის მხრივ ევროპული ცივილიზაციის კრიზისითაა გამოწვეული. მსოფლიოში, სადაც რაციონალური (ევროპული) ებრძვის ემოციურს (აზიური), კონსტანტინე შუაში გადებული ხიდია. ნიცშეს თანახმად, თანამედროვე ადამიანი ცალმხრივად განვითარებულ კულტურაში ცხოვრობს, ხოლო მეცნიერების, ლოგიკის განვითარებამ კაცობრიობას ტრაგიკული კვალი დაამჩნია. გაევროპელებული ქართველი, სავარსამიძე, აზრნაურობას დასცინის. ეს არცაა გასაკვირი, რადგან იგივე კონსტანტინე გამსახურდია ადამიანებს აზნაურული ფსიქოლოგიისგან დაძლევისა და დათრგუნვისკენ მოუწოდებს. სავარსამიძე ხშირად ირგებს ნიღბებს და ცდილობს ამ გზით ეზიაროს საკუთარ არსებას. კონსტანტინეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ქალებსაც. ავტორი აღწერს გმირის სექსუალურ მისწრაფებებს, თუმცა პარალელურად მას ახვედრებს ქალს, რომელსაც კონსანტინე ღვთისმშობელს ადარებს. ეს ქალი ჯენეტია, რომელიც რომანის ბოლოს, კონსანტინეს თვალში, კარგავს თავის ეშხსა თუ მიმზიდველობას. სავარსამიძე და მარტოობა განუყოფელია.რომანის გმირი ვერ პოულობს საკუთარ თავს თვითშემეცნების გზაზე.
“უდაბნო ! უდაბნო! დიდი ქალაქის დიდი ქუჩაა ჩემი უდაბნო.”
პერსონაჟები
რედაქტირება- „კონსტანტინე სავარსამიძე“ — მთავარი პერსონაჟი, მთხრობელი.
- „ტაია შელია“ — სავარსამიძის აღმზრდელი.
- „ჯენეტი“ — სავარსამიძის საყვარელი ქალი.