დინოლა“ — მარიამ ხაჭვანის 2013 წლის ქართული მოკლემეტრაჟიანი დრამა. ფილმმა მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის საუკეთესო ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სესილი - 2014“, უფსალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჯილდო, ხმელთაშუაზღვის არეალის ქალთა მოკლემეტრაჟიანი ფილმები მარსელის ფესტივალის ჯილდო, სომხეთის ყოველწლიური კინო-ფესტივალის „ოქროს გარგრის“ საერთაშორისო პრემია[1] და სხვა.

„დინოლა“
ჟანრი დრამა
რეჟისორი მარიამ ხაჭვანი
პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა
მამუკა ჩიხრაძე
სცენარის ავტორი მარიამ ხაჭვანი
ეფუძნება რეალურ ისტორიას
როლებში ვახო ჩაჩანიძე
ნუცი ხაფთანი
ქეთა ლორთქიფანიძე
კომპოზიტორი თამარ ჟორდანია
მონტაჟი ლევან კუხაშვილი
მხატვარი დიმა არსანისი
გამოსვლის თარიღი 2013
ხანგრძლივობა 15 წუთი
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული, სვანური

შინაარსი

რედაქტირება

ფილმის სცენარი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, რომელიც შეეხო რეჟისორის ოჯახს. მოკლემეტრაჟიანი სურათი მოგვითხრობს, სავარაუდოდ ამჟამად უკვე მივიწყებულ, სვანურ ტრადიციას, რომლის თანახმად ქვრივი ხშირად იძულებული იყო მიეტოვებინა შვილები და სხვა მამაკაცს გაჰყოლოდა ცოლად.

მწერალი და კინოსცენარისტი მიხო მოსულიშვილი ასე აფასებს მარიამ ხაჭვანის ამ ფილმს:

 
„მარიამ ხაჭვანის „დინოლა“ - ეს არის მითო-რიტუალური კინემატოგრაფი. მკაცრი, სასტიკი და პოეტური ამბავი კავკასიის მთებიდან... [2]

ხმელთაშუაზღვის არეალის ქალთა მოკლემეტრაჟიანი ფილმები მარსელის ფესტივალის „სინემა დე პრადოს“ მიმომხილველი, ელის რადოვანი წერს:

 
„ჟიური, რომელიც ამ წელს აერთიანებდა მემონტაჟე კატრინ პუატევენს, ფოტოგრაფ მონიკა დერეჟიბიუს, კინემატოგრაფისტ ბანია მედჟბარს და კინოს განვითარებაზე პასიხსმგებელ სილვი მორატას, დაიპყრო მღელვარე სურათმა, რომელიც ყველას შემჩნეული ჰქონდა: ქართველი მარიამ ხაჭვანის „დინოლამ“. რეალობის კინო, დაუვიწყარი ტრაგედიები ძალით თავსმოხვეულ ქორწინებებზე და თავიანთი შვილებისგან მოშორებული დედები სოფელ უშგულში, დაუსრულებელი ზამთრისაგან სამყაროს რომ არის მოწყვეტილი.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება