ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დინა პატჰაკი (ინგლ. Dina (Deena) Pathak, ჰინდ. दीना पाठक; დ. 4 მარტი, 1922, მრელი, ბრიტანეთის ინდოეთი — გ. 11 ოქტომბერი, 2002, მუმბაი, ინდოეთი) — ინდური თეატრის, კინოსა და ტელევიზიის მსახიობი, თეატრის რეჟისორი. იგი 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში თამაშობდა ფილმებში (გარდა 1948-1966 წლებისა), მსახიობის ფილმოგრაფია 130-ზე მეტი ფილმს ითვლის.

დინა პატჰაკი
დაბადების სახელი დინა განდი
დაბადების თარიღი 4 მარტი, 1922
ამრელი, ბრიტანეთის ინდოეთი
გარდაცვალების თარიღი 11 ოქტომბერი, 2002
მომბაი, ინდოეთი
მოქალაქეობა ინდოეთის დროშა ინდოეთი
პროფესია მსახიობი
აქტიური 1948-2002
ჯილდოები სანგიტ ნატაკის აკადემიის პრემია (1980)

ბიოგრაფია

რედაქტირება

დინა პატჰაკი (გვარად დინა განდი) დაიბადა 1922 წლის 4 მარტს ინდოეთის გუჯარათის შტატის ქალაქ ამრელში ბრაჰმანების კონსერვატიულ  ოჯახში. დინას გარდა, ოჯახს კიდევ ორი ​​ქალიშვილი ჰყავდა - შანტა და ტარლა.დინამ  უმაღლესი განათლება ბომბეის კოლეჯში მიიღო.[1]

გოგონა ბავშვობიდან მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში და ასევე თამაშობდა ინდოეთის ეროვნულ თეატრში. მოგვიანებით მან დააარსა საკუთარი თეატრალური კომპანია „ნატმანდალი“.[2]

დინა პატჰაკის კინო დებიუტი შედგა 1948 წელს, ხოლო ბოლო ფილმი მისი მონაწილეობით გამოვიდა 2003 წელს. მსახიობი თამაშობდა  ჰინდის (ბოლივუდი), გუჯარათულ და სხვა ენებზე გადაღებულ  ფილმებში. მან მონაწილეობა მიიღო 130-ზე მეტ ფილმში. დინა პატჰაკი ინდურ კინოში დედებისა და ბებიების როლების შემსრულებელი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მსახიობია.[3]

დინა პატჰაკი ასევე ცნობილია, როგორც ქალთა უფლებების აქტიური დამცველი. მრავალი წლის განმავლობაში იყო ინდოეთის ქალთა ეროვნული ფედერაციის (NIFW) საბჭოს თავმჯდომარე.[4]

დინა პატჰაკი გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გულის შეტევით, 2002 წლის 11 ოქტომბერს, მუმბაიში 80 წლის ასაკში.[5][6]

  • დები - შანტა განდი (1917-2002) და ტარლა მეტა, თეატრისა და კინოს მსახიობები.
  • ქმარი - ბალდევ პატჰაკი.
  • ქალიშვილები- კინომსახიობები სუფრია პატჰაკი (1961) და რატნა პაჰაკი (1963)
  • სიძე - პანკაჯ კაპური, მსახიობი და სცენარისტი, ნასირუდდინ შაჰი, მსახიობი და რეჟისორი.

მე-20 საუკუნის 40-იან წლებში დინა პატჰაკი ცნობილი გახდა თეატრალურ სცენაზე შესრულებული როლებით „მაინა გურჯარი“, „დინგლეგარი“, „თოჯინების სახლი“, „ვიჯან შენი“(რეჟისორი სატიადევა დიუბეი). იმავე წლებში მსახიობი თანამშრომლობდა ინდოეთის სახალხო თეატრის ასოციაციასთან (IPTA), სადაც მუშაობდა თავის დებთან ერთად.

მისი კინო დებიუტი შედგა 1948 წელს გუჯარათულ ენაზე გადაღებულ  ფილმში Kariyawar. ამის შემდეგ  დაბრუნდა თეატრში სამუშაოდ, გახდა გუჯარატის ერთ-ერთი წამყვანი თეატრის მსახიობი და გუჯარეთის ეროვნული თეატრის თეატრალური დირექტორი, ასევე საკუთარი თეატრალური კომპანიის „ნატმანდალის“ დამფუძნებელი.

დინამ  კინოკარიერა განაახლა 1966 წელს, 44 წლის ასაკში ითამაშა რეჟისორ ბასუ ბჰატაჩარის ფილმში «Uski Kahani».ამ როლისთვის მსახიობს მიენიჭა ბენგალური ჟურნალისტების ასოციაციის პრემია საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ჰინდურ ფილმში. 1960-იან წლებში მან ითამაშა რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა კლასიკური საოჯახო დრამა „საოჯახო ბილიკი“ (1969), რეჟისორი რიშიკეშ მუხერჯი. მოგვიანებით იგივე რეჟისორთან ითამაშა პოპულარულ კომედიებში „ეს ყველაფერი ულვაშის ბრალია“ (1979 წ.) და „დები“ („ლამაზმანი“) (1980).1986 წელს ტელევიზიაში მონაწილეობა მიიღო  რეჟისორ გონინდ ნიჰალანის მინი სერიალში Tamas, რომელსაც საფუძვლად დაედო 1947 წლის ისტორიული მოვლენა - ინდოეთის დაყოფა.

1980 წელს დინა პატჰაკი დაჯილდოვდა გუჯარათის შტატის პრემიით «Sangeet Natak Akademi Award».

გასული საუკუნის 80-იან წლებში დინა პატჰაკი ხშირად თამაშობდა ძლიერი ხასიათის ქალებს. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა კინოში შესრულებულმა დედებისა და ბებიების  როლებმა.

ახალ ათასწლეულში დინა პატჰაკი წარმატებით მონაწილეობდა მუსიკალურ მელოდრამებში. იგი იყო ნომინირებული ჯილდოზე Gini ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის რეჟისორ სანჯაი ლელა ბანსალის კანადურ-ინდურ კომედიაში Bollywood / Hollywood (2002).  დინა პატჰაკმა ბოლო როლი შეასრულა რეჟისორ ჩანდრაპრაკაშ დვივედის დრამაში „გატაცებული“,რომელიც ეკრანებზე   2003 წელს გამოვიდა მსახიობის გარდაცვალების შემდეგ.[7][8]

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. "Sangeet Natak Akademi Honours". Archived from the original on 23 November 2007.
  2. Govt award for Dina Pathak The Times of India, 8 November 2001.
  3. "From Gujarat with grace". The Tribune. 11 June 2006.
  4. "Women panels 'toothless' The Tribune, 1 May 1999.
  5. "Remembering Dina Pathak". Archived from the original on 12 December 2007. Retrieved 11 March 2015
  6. Veteran actress Dina Pathak passes away The Times of India, 11 October 2002.
  7. "The Grand Dame of Indian Cinema" The Tribune, 11 April 1999
  8. Profile, imdb.com; accessed 11 March 2015.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დინა_პატჰაკი“-დან