დიმა ობოლაძე

(გადამისამართდა გვერდიდან დიმიტრი ობოლაძე)

დიმიტრი (დიმა) ობოლაძე (დ. 27 იანვარი, 1968) — ქართველი სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი.

სწავლობდა პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში. ჩააბარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, თუმცა შემდეგ საბუთები ჟურნალისტიკის მეორად ფაკულტეტზე გადაიტანა. მუშაობდა სპორტულ გაზეთ „სარბიელში“, „ალიონში“, რადიო „პიკის საათში“, ტელეკომპანია „მეორე არხზე“[1]. 1995-2017 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში[2]. 2017 წლიდან მუშაობს ტელეკომპანია „იმედზე“.[3]

სქოლიო რედაქტირება