დიმიტრი ნაცვლიშვილი

დიმიტრი დიმიტრის ძე ნაცვლიშვილი (ნაცვალოვი; დ. 1 იანვარი, 1837 — გ. 27 აგვისტო, 1911) — ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1897).

წამომავლობით თბილისის გუბერნიის აზნაურთა ოჯახიდან. 1860 წლიდან ოფიცრად მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქში. მონაწილეობდა 1862-1863 წლების კამპანიაში მთიელების წინააღმდეგ და 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1880-იან წლებში ირიცხებოდა პერეიასლავლის დრაგუნთა 46-ე პოლკში. 1891 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1897 წლის მარტში თადარიგში გავიდა გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით, მუნდირითა და პენსიით. 1900-1903 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს საპატიო მომრიგებელი მოსამართლე. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (ხმლებითა და ბაბთით, 1862) და II (ხმლებით, 1877), წმ. ანას III (ხმლებითა და ბაბთით, 1865) და II (ხმლებით, 1878), წმ. ვლადიმერის IV (ხმლებითა და ბაბთით, 1877) და III (1896) ხარისხის ორდენებით, ოქროს იარაღით „მამაცობისთვის“ (1878), ასევე სპარსეთის ლომისა და მზის III ხარისხის ორდენით (1890).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება