დიმიტრი ლორთქიფანიძე
დიმიტრი ლორთქიფანიძეე (დ. 10 ოქტომბერი, 1967, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, იურისტი, პოლიტიკოსი.
დიმიტრი ლორთქიფანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 10 ოქტომბერი, 1967 |
დაბადების ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება |
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
პარტია | თავისუფალი საქართველო |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
მამა | გიორგის ძე |
მეუღლე/ები | ხათუნა კეკელია |
შვილ(ებ)ი | 8 |
ბიოგრაფია
რედაქტირება1984–1985 წლებში მუშაობდა ცეკავშირის ბიოლოგიურ საწარმოში. 1985–1987 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1992 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით. 1992–1994 წლებში მუშაობდა საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურში, 1994 წელს მუშაობდა სამთავრობო დაცვის სამსახურში, ხოლო 1995–1998 წწ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის უფროსი ინსპექტორი. 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი იურისტის სპეციალობით.
1999–2000 წლებში იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2000–2002 წლებში სს „საქგაზის“ გაერთიანებული პროფკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, „თბოელექტროცენტრალის“ გენ დირექტორის მრჩეველი; 2003–2006 წლებში მუშაობდა თსუ-ის ეროვნული სტრატეგიის კვლევის ცენტრში. 2006-2008 წლებში პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს გზა“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე; 2008–2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“, ფრაქცია „ერთობა სანართლიანობისთვის“ თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2014 წელს იყო „დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებზე, სადაც მიიღო ხმათა 12,81%. 2015–2018 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურზე, მიღებული აქვს აგროინჟინერიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დიმიტრი ლორთქიფანიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დიმიტრი ლორთქიფანიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)