დმიტრო იაროში

პოლიტიკური აქტივისტი, საზოგადოებრივი ფიგურა
(გადამისამართდა გვერდიდან დიმიტრი იაროში)

დმიტრო იაროში (უკრ. Дмитро Анатолійович Ярош; დ. 30 სექტემბერი, 1971, დნეპროძერჟინსკი, დნეპროპეტროვსკის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ) — უკრაინელი საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწე, „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერი 2013-2015 წლებში [1][2] და უკრაინული ნაციონალისტური ჯგუფი „სამკაპის“ ლიდერი.[3] 2014 წელს იყო უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი[4] და მიიღო ხმების 0, 70% (127818).[5] არის უმაღლესი რადის დეპუტატი, ნაციონალური უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხების კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მრჩეველი 2015 წლის 5 აპრილიდან.[6]

დმიტრო იაროში
უკრ. Дмитро Анатолійович Ярош
270პქპქ
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1971
დაბადების ადგილი დნეპროძერჟინსკი, დნეპროპეტროვსკის ოლქი, უკრაინის სსრ, სსრკ
მოქალაქეობა უკრაინის დროშა უკრაინა
განათლება Drohobych Ivan Franko State Pedagogical University
ეროვნება უკრაინელი
საქმიანობა პოლიტიკოსი
ჯილდოები medal of 25 years of Ukrainian independence, Order of Bohdan Khmelnytskyi, 3rd class და ორდენი „უკრაინის სახალხო გმირი“

2015 წლის ბოლოს დატოვა „მემარჯვენე სექტორი“, ხოლო 2016 წლის თებერვალში დააარსა ახალი მოძრაობა „იაროშის სახელმწიფო ინიციატივა“ (უკრ. Державницька ініціатива Яроша (ДІЯ)).[7]