დიმიტრი გურიელი
დიმიტრი გურიელი (დ. 1822, ოზურგეთი — გ. 17 აგვისტო, 1882) — გურიელების ფეოდალური გვარის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1875).
დიმიტრი გურიელი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1822 |
გარდაცვალების თარიღი | 17 აგვისტო, 1882 |
ეთნიკურად | ქართველი |
ქვეშევრდომობა | რუსეთის იმპერია |
წოდება | გენერალ-მაიორი |
მშობლები | მამა: ქაიხოსრო ბატონიშვილი |
1820 წელს გურიელის მამა, ქაიხოსრო ბატონიშვილი გაიქცა ოსმალეთში ცოლ-შვილთან ერთად. ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ ოჯახი 1831 წელს მეფის რუსეთის მთავრობას შეურიგდა, სამშობლოში დაბრუნდა და გავლენიანი ნაცნობების წყალობით 1835 წელს მამულები (მდინარე ბჟუჟის ხეობა სოფელ კვირიკეთიდან სოფელ უჩხუბის ჩათვლით, 160 კომლი) დაიბრუნა. დიმიტრი გურიელი მსახურობდა ლაიბგვარდიის ულანთა პოლკში; 1871 წლიდან იყო მეთაური; ამავე წლიდან ირიცხებოდა იმპერატორის ამალაში. 1853-1856 წლებში მონაწილეობდა ყირიმსა და რუსეთ–ოსმალეთის ომებში. 1862 წელს 28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე პრუსიის სამეფოს პრინცი ალბერტ ჰოჰენცოლერნი მოგზაურობდა კავკასიაში. 1865 წელს მან ბერლინში გამოსცა წიგნი, სადაც მოთხრობილია სტუმრობა დიმიტრი გურიელთან.
„გორას რეზიდენციიდან გამოსულნი ორი საათის შემდეგ გზაში, ტყიან ადგილას დიმიტრი ქაიხოსროს ძე გურიელს შეეგება თავისი ამალით მდიდრულ და ღია ფერების ტანსაცმელში გამოწყობილი ასამდე მილიციონერი...დიმიტრი გურიელის სახლი ირგვლივ ყვავილებით იყო შემორყმული და ქუჩიდან ღობით გამოყოფილი. სახლთან სტუმრებს შეეგება გურულად ჩაცმული და შეიარაღებული ორი მოხდენილი ახალგაზრდა ...დიმიტრი გურიელის სახლი მორთული იყო ძვირფასი ავეჯით, მოვარაყებული ჩარჩოიანი სარკეებით, სპარსული ხალიჩებით, თვალმომჭრელი აბრეშუმით. სახლში ნამდვილი აღმოსავლური ბრწყინვალება სუფევდა. საწოლ ოთახში მაგიდაზე იდო ნაპოლეონ მესამისა და ინგლისის დედოფალ ვიქტორიას სადილ-ვახშამზე მოსაწვევი ბარათები“
| |
([1])
|
1873 წელს ოზურგეთში ააშენა სასახლე, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 218.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ქველი ჩხატარაიშვილი „გურია უცხოელის თვალით“ — 1986