დიმიტრი გონაშვილი
დიმიტრი გონაშვილი (დ.1880, მირზაანი, სიღნაღის მაზრა — გ.18 თებერვალი, 1938) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.
დიმიტრი გონაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1880 |
გარდ. თარიღი | 18 თებერვალი, 1938 |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადიმიტრი გონაშვილი დაიბადა 1880 წელს, მირზაანში, სიღნაღის მაზრაში. დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი.
1905 წლიდან მუშაობდა "მენშევიკების"ფრაქციაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო სიღნაღის მაზრის კომისარი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო აგრარული კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში. ბოლშევიკური რეჟიმისა და მისი უშიშროების ორგანოების მიერ პოლიტპატიმრებსა და პარტიების წევრებზე ზეწოლის გზით ჩატარებული "თვითლიკვიდაციის" პროცესებისას 1923 წლის 23 აგვისტოს მისასალმებელი წერილით მიმართა სიღნაღის მაზრის "ყოფილ მენშევიკთა" კონფერენციას და თანაგრძნობა გამოუცხადა. 1925 წელს იყო მეცხვარეთა კოოპერატიული ამხანაგობა "მწყემსის" გამგეობის თავმჯდომარე. 1930-იან წლებში მუშაობდა საქართველოს სსრ "წითელ ჯვარში" უფროს დეზინფექტორად, თავმჯდომარედ (1937). დიდი საბჭოთა ტერორის დროს სისტემატური ანტისაბჭოთა აგიტაციისა და "ხალხის მტრებთან" ურთიერთობის ბრალდებით 1937 წლის 17 ივლისს თბილისში დააპატიმრეს. საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. "ტროიკა") 1938 წლის 18 თებერვალს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს იმავე ღამით.