დიმიტრი გოლიცინი (მრჩეველი)

დიმიტრი გოლიცინი (დ. 1665 ― გ. 14 აპრილი, 1737) — რუსი სახელმწიფო მოღვაწე. იყო ელჩი ოსმალეთის იმპერიაში, რათა რუსეთს მიეღო შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობის უფლება. 17111718 წლებში იყო კიევის გუბერნატორი. 1718 წლიდან იყო კამერ-კოლეგიის წევრი და სენატორი. 1726–1730 წლებში იყო უზენაესი საიდუმლო საბჭოს წევრი და მრჩეველი. პეტრე II-ის სიკვდილის შემდეგ გამოვიდა თვითმპყრობელობის შეზღუდვის მოთხოვნით. მისი წინადადებით ტახტზე მიიწვიეს ანა ივანეს ასული და წაუყენეს მისივე ხელმძღვანელობით შედგენილი პირობები. ჰქონდა უმდიდრესი ბიბლიოთეკა. 1736 წელს გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ განაჩენი შეუცვალეს პატიმრობით. გარდაიცვალა შლისელბურგის ციხეში.

დიმიტრი გოლიცინი

დაბადების თარიღი 3 (13) ივლისი, 1665
დაბადების ადგილი მოსკოვი
გარდაცვალების თარიღი 25 აპრილი, 1737(1737-04-25) (71 წლის)
გარდაცვალების ადგილი შლისელბურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
მამა Mikhail Golitsyn
დედა Praskovya Kaftyreva
მეუღლე/ები Anna Odoyevskaya
შვილ(ებ)ი Sergey Golitsyn და Aleksey Golitsyn
ჯილდოები წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენის კავალერი და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება