დიმიტრი გოლიცინი (დიპლომატი)
დიმიტრი გოლიცინი (დ. 15 მაისი, 1734 ― გ. 23 თებერვალი, 1803) — რუსი სწავლული და დიპლომატი. ავტორია შრომებისა ბუნებისმეტყველების, ფილოსოფიის და პოლიტეკონომიის დარგში. 1762–1768 წლებში იყო რუსეთის იმპერიის ელჩი საფრანგეთში, 1768–1798 წლებში იყო ელჩი ნიდერლანდებში. მეგობრობდა ფრანგ განმანათლებლებთან, ვოლტერთან, დიდროსთან. შეხედულებით ახლოს იდგა XVIII საუკუნის მატერიალისტებთან. ეკონომიკაში იყო ფიზიოკრატების მომხრე. მისი შეხედულებით მიწა მემამულეების უნდა ყოფილიყო და გლეხები უმიწოდ, მაღალი გამოსასყიდით უნდა გაეთავისუფლებინათ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 209.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- დიმიტრი გოლიცინი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)