დიმიტრი გაბუნია
დიმიტრი გაბუნია (დ. 10 თებერვალი, 1977) — ქართველი იურისტი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი 2018-2021 წლებში.
დიმიტრი გაბუნია | |
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 დეკემბერი, 2018 – 31 მარტი, 2021 | |
პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია ირაკლი ღარიბაშვილი |
წინამორბედი | ანა ნაცვლიშვილი |
მემკვიდრე | თამარ ტყეშელაშვილი |
დაბადებული | 10 თებერვალი, 1977 |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი |
ჯილდოები | 2006 წლის ადვოკატი |
დიმიტრი გაბუნიას მამა ერთ-ერთია იმ 2300 ადამიანიდან, რომელთა უმრავლესობა, 90-იანი წლების კონფლიქტისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, დაკარგულად ითვლება.[1]
დიმიტრი გაბუნიამ პროფესიული მოღვაწეობა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტისა და ამავე ფაკულტეტის სამოქალაქო სამართლის კათედრის ასპირანტურის დამთავრების შემდგომ, 1998 წელს, საჯარო სამსახურით — საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში დაიწყო და 2000 წლიდან გაგრძელდა იურიდიულ ფირმა „კორძაძე და სვანიძე – ადვოკატებში“. [2]
დიმიტრი გაბუნიას პროფესიული მოღვაწეობის სფერო მოიცავდა სამოქალაქო, სახელშეკრულებო, ადმინისტრაციულ, კორპორაციულ და ინტელექტუალურ სამართალს. ამასთანავე, მისი საქმიანობის სფერო მოიცავდა ისეთი საკითხების დარეგულირებას, რაც დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, შრომისა და საგადასახადო სამართალთან.[2]
2003–2007 წლებში დიმიტრი ხელმძღვანელობდა თბილისის საარბიტრაჟო პალატას და ამასთანავე იგი ავიაკომპანია „სქაი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.[2]
კარიერის მანძილზე მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის 2006 წელს იგი დასახელდა წლის ადვოკატად.[2]
2018 წელს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად დანიშნა. სალომე ზურაბიშვილის მიერ ამ პოსტზე გაბუნიას შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციებმა ამ გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდეს. [3]
განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ თანამდებობას არ უნდა იკავებდეს ადამიანი, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარეა და და რომელმაც „სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა“; დიმიტრი გაბუნია სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის უფლებების დამცველია.[2] 2021 წლის 31 მარტს გაბუნიამ პირადი განცხადების საფუძველზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტი დატოვა.
ფლობს გერმანულსა და რუსულ ენებს.[2][4]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ დიმიტრი გაბუნია: მამა, ფაქტობრივად, თვალწინ დამიხვრიტეს
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 ოფიციალური ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-07. ციტირების თარიღი: 2018-12-21.
- ↑ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტზე დიმიტრი გაბუნია დანიშნა
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-29. ციტირების თარიღი: 2018-12-21.