დილხამი (ლათ. Campanula glomerata) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე. ღერო 100 სმ-მდე სიმაღლისაა, აღმავალი, მარტივი, მოწითალო ბეწვით შებუსული. ფესვთანური და ღეროსეული ქვედა ფოთლები მოგრძოელიფსურია, წაწვეტებული. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, დანარჩენები — მოკლეყუნწიანი, მოგრძოკვერცხისებურია, ხერხკბილა. უხეში შებუსვის გამო ფოთლები ხეშეშია. ყვავილედი მკვრივია და კენწრულია. გვირგვინი ზარის ფორმისაა, ცისფერი ან ოდნავ მოიისფრო. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე ფოთლოვან და ფიჭვნარ ტყეებსა და ბუჩქნარებში. საქართველოში გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს სამხრეთ კავკასიას, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ახლო აღმოსავლეთს.

დილხამი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Asterales
ოჯახი:  მაჩიტასებრნი
გვარი:  მაჩიტა
სახეობა:  დილხამი
ლათინური სახელი
Campanula glomerata

ლიტერატურა

რედაქტირება