დილმაჩიდები
დილმაჩიდები ან დილმაჩიდების ბეილიქი (თურქ. Dimleç ან Demleç) — XI საუკუნის, მცირე სამთავრო (ბეილიქი) აღმოსავლეთ ანატოლიაში (დღევანდელი თურქეთი).
დილმაჩიდები დილმაჩიდების დინასტია Dimleç ან Demleç | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
დედაქალაქი | ბითლისი არზანი | |||
ენა | თურქული | |||
რელიგია | ისლამი | |||
მმართველობის ფორმა | საამირო | |||
დინასტია | დილმაჩიდები | |||
- 1085–1104 | მეჰმედ ბეი (პირველი) | |||
- 1180–1192 | ფიულან ბეი (უკანასკნელი) | |||
ისტორია
რედაქტირება1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში სელჩუკების მიერ ბიზანტიის იმპერიის დამარცხების შედეგად, გამარჯვებული თურქმანული ტომები, მათი სარდლების მეთაურობით, რომლებიც ასევე იწოდებოდნენ როგორც ღაზი (ისლამური რწმენის დამცველი), დასახლდნენ ანატოლიაში. მეჰმედ დილმაჩის ძე, სწორედ ერთ-ერთი სარდალი იყო, რომელსაც 1085 წელს, იქტის (არა მემკვიდრეობითი ქონება) სახით ქალაქი ბითლისი ერგო სამართავად.[1] მის მმართველობას უკავშირდება ქალაქ არზანის დაპყრობა.
1104 წელს მეჰმედი გარდაიცვალა და ტახტი მისმა მემკვიდრე თუღან არსლანმა დაიკავა. ამ დროისთვის ბეილიქი შაჰარმენთა ვასალად ითვლებოდა. თუღან არსლანმა შაჰარმენების ვასალობაზე უარი განაცხადა და ართუქიდების სიუზერანობა აღიარა, ვისთან ერთადაც ის ჩართული იყო საქართველოს სამეფოსა და ჯვაროსნების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში, მათ შორის აღსანიშნავია 1119 წლის სარმადის ბრძოლა, სადაც როჟერ სალერნოელი დაიღუპა[2] და 1121 წლის დიდგორის ბრძოლა. 1124 წელს, შაჰარმენებმა ალყაში მოაქციეს ბითლისი, მაგრამ ქალაქის აღების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მოგვიანებით ართუქიდების ჰასანკეიფის განშტოებამაც უშედეგოდ სცადა ბითლისის დაპყრობა.
1134 წელს, მოსულის ზენგიდებმა თუღანი ტყვედ ჩაიგდეს და გამოსასყიდის სანაცვლოდ გაანთავისუფლეს. 1137 წელს თუღანი გარდაიცვალა და ტახტზე მისი მემკვიდრე ჰუსამ-ად-დინ კურდი ავიდა. მის მმართველობას უკავშირდება ქალაქი დვინის დაპყრობა. 1143 წელს კურდის სიკვდილის შემდეგ დილმაჩიდების სამთავრო სტაგანციის გზას დაადგა. 1144 წელს სამთავრო ზენგიდების ვასალი გახდა. 1162 წელს დვინი გიორგი III-მ დაიპყრო. ეს პერიოდი სალთუკიდებთან და შედადიანებთან ერთად საქართველოს სამეფოსა და მოგვიანებით აიუბიდების წინააღმდეგ ომებით ხასიათდება.
1192 წლისთვის სამთავრო მხოლოდ ქალაქ არზანს და მის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავდა. 1229 წლიდან სამთავრო ხვარაზმშაჰის გავლენის ქვეშ ექცევა.
მართველთა სია
რედაქტირებამმართველი | მმართველობის პერიოდი |
---|---|
მეჰმედ ბეგი | 1085–1104 |
თუღან არსლან „კუზიანი“ | 1104–1137 |
ჰუსამ-ად-დინ კურდი | 1138–1146 |
შამს ად-დავლა იაკუტ არსლანი | 1146–1148 |
ფაჰრუდევლეთ შაჰი | 1148–1180 |
ფიულან ბეგი | 1180–1192 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2019-02-03.
- ↑ Prof.Yaşar Yücel-Prof Ali Sevim:Türkiye tarihi Cilt I, AKDTYKTTK Yayınları, 1991, pp 160