მთავარი მენიუს გახსნა

სალთუკიდები ან სალთუქიდები (თურქ. Saltuklu Beyliği) — დინასტია, რომელიც დღევანდელი ერზურუმის ტერიტორიაზე, 1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდეგ ანატოლიის ერთ-ერთ ბეილიქს განაგებდა. ბეილიქი თურქმანული[1] წარმოშობის ემირ სალთუკმა შექმნა, რომელიც თურქ-სელჩუკების ლიდერის, ალფ-არსლანის მხედართმთავარი იყო. ბეილიქი ხშირად საქართველოს სამეფოს წინააღმდეგ ყარსის რეგიონის დასაპყრობად იბრძოდა. ბეილიქის ცენტრი, ქალაქი ერზურუმი 1077-1079 წლებში ბიზანტიის იმპერიას ჰქონდა დაპყრობილი, 1184 წელს კი საქართველოს სამეფოს ლაშქარმა, გიორგი III-ის მეთაურობით ალყა შეამოარტყა მას. თავისი ძლიერების პერიოდში, ბეილიქი დღევადნელი ერზურუმისა და ბაიბურთის მთლიან ტერიტორიას, ერზინჯანის აღმოსავლეთ მხარეს, ყარსის დიდ ნაწილს და ასევე, აღრისა და მუშის ჩრდილოეთ მხარეს მოიცავდა.

სქოლიორედაქტირება

  1. The New Islamic Dynasties: A Chronological and Genealogical Manual, Clifford Edmund Bosworth, Edinburgh University Press, p.215, Online