დილის საარი (სპარს. سحر, „საჰარ“ – დილა, აგრეთვე მომაჯადოებელი, მომხიბვლელი, ჯადოსნური, გრძნეული) — ქართული ქალაქური ფოლკლორის ნაწილი, ცისკრის ჰანგი, რომელსაც მხოლოდ გათენებისას უკრავდნენ და წინადღით დაწყებული დროსტარების დასასრულის მაუწყებელი იყო.

ტრადიციისამებრ, გარიჟრაჟისას, ღამენათევი, სუფრიდან აშლილი მოქეიფენი შინიდან ეზოში ან ქუჩაში აგრძელებდნენ მოლხენას. ამ დროს უკრავდნენ საარსაც. ეს იყო შინ დაწყებული ლხინის თეატრალიზებული დასასრული. დილის საარი, იოსებ გრიშაშვილის თქმით, სრულდებოდა დუდუკზე, ხოლო ძველი თბილისის კულტურის მკვლევარის ალექსი ბარნოვის მიხედვით — ზურნაზე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბარნოვი ა., ძველი თბილისის მუსიკოსები, თბ., 1974.
  • გრიშაშვილი ი., ქალაქური ლექსიკონი, თბ., 1997.