ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსი ბარნოვი (დ. 1906 — გ. 1977) ქართველი ექიმ-ეპიდემიოლოგი, ძველი თბილისის ყოფის მკვლევარი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ახმეტის რაიონში, საგარეჯოში, გორში, რესპუბლიკურ სანეპიდსადგურში ექიმ-ეპიდემიოლოგად. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი. ბარნოვი იკვლევდა ძველი თბილისის ისტორიას, იყო პოეტ იეთიმ გურჯის ახლო მეგობარი. 1960 წელს ბარნოვის ინიციატივით და მწერალთა კავშირის დახმარებით პოეტის საფლავზე დაიდგა ძეგლი, 1968 წელს პოეტის ნეშთი ვაკის სასაფლაოდან დიდუბის პანთეონში გადაასვენეს. ბარნოვმა შეადგინა იეთიმ გურჯის ლექსთა კრებული, რომელიც გამოიცა ი. გრიშაშვილის, მეორედ ი. აბაშიძის რედაქციით. ავტორია წიგნებისა „ჭიდაობა ძველ თბილისში“, „ძველი თბილისის მუსიკოსები“.

ლიტერატირა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალექსი_ბარნოვი“-დან