დილარა ქაზუმოვა

აზერბაიჯანელი მომღერალი

დილარა კაზიმოვა (აზერ. Dilarə Kazımova, dilɑˈræ cɑˈzɯmovɑ; დ. 20 მაისი, 1984) — აზერბაიჯანელი მომღერალი და მსახიობი.[2][3] 2014 წელს წარადგინა აზერბაიჯანი კოპენჰაგენში გამართულ ევროვიზიის კონკურსზე. წარსდგა სიმღერით „Start a Fire“.[4]

დილარა ქაზუმოვა

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 20 მაისი, 1984(1984-05-20)[1] (40 წლის)
დაბ. ადგილი ბაქო
საიტი dilara.eurovisiontalents.com
დილარა ქაზუმოვა ვიკისაწყობში
დილარა კაზიმოვა წარაგენს თავის თავს.

დაიბადა ქალაქ ბაქოში. კაზიმოვა სწავლობდა ვოკალურ ხელოვნებას ბაქოს მუსიკალურ აკადემიაში. განათლების მიღების შემდეგ მცირე დროის განმავლობაში იყო საოპერო გუნდის წევრი. ადრეულ 2000-იან წლებში იყო როკ-ბენდ, „Unformal“-ის წევრი. ის იყო მთავარი მომღერალი დუეტში „Milk & Kisses“. ორივე კოლექტივი მონაწილეობდა აზერბაიჯანში გამართულ ევროვიზიის კონკურსის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსზე. 2008 წელს „Unformal“-მა შესარჩევ კონკურსში დაიკავა მეორე ადგილი. 2010 წელს ანალოგიური შედეგი დადო დუეტმა „Milk & Kisses“. მათ დაიკავეს მეორე ადგილი და ვერ მოახერხეს ევროვიზიაზე მოხვედრა.[2][5] 2010 წელს დუეტმა წარადგინა აზერბაიჯანი „ახალ მუსიკალურ ტალღაზე“, იურმალაში, ლატვიაში. დუეტმა 17 მონაწილეს შორის მე-16 ადგილი დაიკავა.

2014 წელს კაზიმოვამ დამოუკიდებლად მოიგო აზერბაიჯანში ევროვიზიის შესარჩევი კონკურსი.[6] 2014 წლის ევროვიზია კოპენჰაგენში, დანიის სამეფოში ჩატარდა. კაზიმოვამ წარადგინა აზერბაიჯანი სიმღერით „Start a Fire“. წარდგენიდან ორი კვირის შემდეგ, 2014 წლის 16 მარტს ერთდროულად გამოიცა სიმღერა და მისი ვიდეო კლიპი.[7] დილარამ მონაწილეობა მიიღო პირველ ნახევარფინალში. მიიღო 57 ქულა და დაიკავა მე-9 ადგილი. ამ შედეგით დილარა გავიდა ფინალში, სადაც 33 ქულით 22-ე ადგილი დაიკავა.

კაზიმოვა მონაწილეობას იღებდა უკრაინულ კონკურსში „Holos Krayiny“ (საერთაშორისო კონკურს „The Voice“-ის უკრაინული ვერსია). შოუს განმავლობაში მისი მწვრთენლი და მენტორი იყო სვიატოსლავ ვაკარჩუკი.[8][9]

კაზიმოვა მონაწილეობდა ექვს ფილმში, მათ შორისაა 2006 წელს გადაღებული „Çalış, nəfəs alma“ („ეცადე არ ისუნთქო“; მონაწილეობდა ფახრადინ მანაფოვთან ერთად), 2007 წელს გადაღებულ ფილმში „Sirat körpüsü“ (რომლისთვისაც როკ-ბენდ „Unformal“-თან ერთად დაწერა საუნდტრეკი „Sonsuz yol“), 2010 წელს მონაწილეობდა ფილმში „Qardaşımdan yaxşısı yox idi“, 2015 წელს ფილმში – „Dmitrov küçəsi 86“. 2017 წელს ითამაშა ფილმში „Kəklikotu“. აგრეთვე მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმში „Qış nağılı“.[10][11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Discogs — 2000.
  2. 2.0 2.1 Azərbaycanın Eurovision təmsilçisi seçildi (FOTO+VİDEO) | Medianews. Medianews.az (24 February 2014). ციტირების თარიღი: 2 March 2014
  3. Showbiz – Dilara Kazimova. News.day.az (24 February 2014). ციტირების თარიღი: 3 March 2014
  4. Omelyanchuk, Olena. Dilara wins Böyük Səhnə in Azerbaijan. Eurovision Song Contest. ციტირების თარიღი: 2 March 2014
  5. Dilara Kazimova (Milk & Kisses) » BAKU.WS – Развлекательный портал Азербайджана. Baku.Ws (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 2 March 2014
  6. „Azerbaijan: Dilara Kazimova wins Böyük Sehne 2014“. wiwibloggs.com. 2 March 2014. ციტირების თარიღი: 23 March 2014.
  7. „Watch: Dilara Kazimova wil start a fire for Azerbaijan“. wiwibloggs.com. 16 March 2014. ციტირების თარიღი: 23 March 2014.
  8. „Діляра Кязімова: Я ніколи не думала, що буду співати пісню Вакарчука, та ще й у Києві!“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 30 March 2014.
  9. „Діляра Кязімова "Без бою" – Голос Країни – Вибір наосліп – Сезон 4“. ციტირების თარიღი: 30 March 2014.
  10. Azərbaycanı Eurovisionda Dilarə Kazımova təmsil edəcək-FOTOLAR | Jurnalist Araşdırma Mərkəzi. Jam.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი 2021.
  11. — Stylish Baku | Dilarə Kazımova: "Stil – dəbdə olan geyimdən asılı olmayaraq düzgün geyim seçmək bacarığıdır.". Sbm.az (30 May 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 2 ოქტომბერი 2021.