დიეგო ველასკეს დე კუელარი

დიეგო ველასკეს დე კუელარი (ესპ. Diego Velázquez de Cuéllar; დ. 1465 — გ. 1524) — ესპანელი კონკისტადორი. დაიპყრო და მართავდა კუბას ესპანეთის სახელით, გადაიტანა ჰავანა დასავლეთ კუბის სამხრეთ სანაპიროდან ჩრდილოეთ სანაპიროზე და დააწესა იგი ესპანეთის სავაჭრო პორტად. [1]

დიეგო ველასკეს დე კუელარი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1465
დაბ. ადგილი: სეგოვია, ესპანეთი
გარდ. თარიღი: 1524 კუბა, ახალი ესპანეთი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ცოტა რამ არის ცნობილი დიეგო ველასკესის ადრეული ცხოვრების შესახებ. [2] დაიბადა 1465 წელს კუელარში, ესპანეთის სეგოვიას რეგიონში. დიეგო ველასკესი ესპანურ არმიაში იყო, მსახურობდა ნეაპოლში, შემდეგ კი ესპანეთში დაბრუნდა და განაგრძო სამსახური სევილიაში.

ველასკესი დასახლდა ესპანოლას კუნძულზე, სადაც იგი დაუმეგობრდა ბართოლომეო კოლუმბს, ქრისტეფორე კოლუმბის უმცროს ძმას. ველასკესმა კოლუმბის მოწონება დაიმსახურა და როდესაც კოლუმბს კუნძული უნდა დაეტოვებინა, გარკვეული პერიოდით, ველასკესს ინდიელთა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად ტოვებდა. ველასკესმა 1503 წელს ჩაახშო ინდიელთა აჯანყება კუნძულის ნაწილში, როდესაც ის წავიდა და დაატყვევა აჯანყებულ ინდიელთა მეფე. ინდიელთა გუბერნატორი ამ დროს იყო ნიკოლას დე ოვანდო კასერესი, რომელმაც აჯანყების შემდეგ გადაწყვიტა ხუთი ახალი ქალაქის აშენება. ველასკესი დაეხმარა სამი მათგანის აშენებაში: სალვატიერა დე ლა ზაბანა, იაკიმო და სან ხუან დე ლა მაგუანა .

მან ცოლად შეირთო კრისტობალ კუელარის ქალიშვილი, რომელიც მალევე გარდაიცვალა. იგი მეტად აღარ დაქორწინებულა. [3] :139

კუბის დაპყრობა

რედაქტირება

იგი დაასახელეს 1511 წელს კუბის დაპყრობის ექსპედიციის ხელმძღვანელად, რომელშიც 300 კაცი შედიოდა. [4] იგი მოქმედებდა ახლად აღდგენილი ინდიელთა ვიცე-მეფის დიეგო კოლუმბის ბრძანებით. კუნძულზე დააარსა მრავალი, ახალი ესპანური დასახლება და ქალაქი, პირველი იყო ბარაკოა 1511 წელს, შემდეგ სანტიაგო დე კუბა 1514 წელს და ჰავანა 1515 წელს. ველასკესი დაინიშნა კუბის გუბერნატორად . ახალმოსახლეებს არ სურდათ დიეგო კოლუმბის პირადი უფლებამოსილების ქვეშ მოქცევა, ამიტომ ველასკესმა მოიწვია კაბილდო ( ადგილობრივი სამთავრობო საბჭო), რომელსაც სათანადო უფლებამოსილება ჰქონდა გარიგებოდა, უშუალოდ, ესპანეთს, ამრიგად ველასკესი და დამპყრობლები კოლუმბის მმართველობის ქვეშ აღარ იქნებოდნენ.

მექსიკის დაპყრობა

რედაქტირება

იგი უფლებამოსილი იყო სხვადასხვა ექსპედიციებით შეესწავლა დასავლეთით მდებარე ტერიტორიები, მათ შორის 1517 წლის ფრანსისკო ერნანდეს დე კორდობას ექსპედიცია იუკატანში და ხუან დე გრიხალვას 1518 წლის ექსპედიცია. მან შექმნა კუბის პირველი ადელანტადო. ველასკესმა, თავდაპირველად, მხარი დაუჭირა ერნან კორტესის ექსპედიციას მექსიკაში, მაგრამ უკან დაიხია, ვიდრე ექსპედიციას დაიწყებდნენ. კორტესი არ დაემორჩილა ველასკესის ბრძანებებს, დაეშალა მისი ექსპედიციური ძალები, და მაინც გაემგზავრა მექსიკაში.

უკანასკნელი წლები

რედაქტირება

ველასკესმა დაკარგა კუბის მმართველის პოზიცია 1521 წელს, მკვიდრი მოსახლეობის შრომის ბოროტად გამოყენების გამო, მაგრამ ის კვლავ დაბრუნდა 1523 წელს. მისი მოულოდნელი გარდაცვალებისას, 1524 წელს, 59 წლის ასაკში, იგი იყო "ყველაზე მდიდარი ესპანელი ამერიკაში", მიუხედავად ფინანსური ზარალისა ფრანსისკო ერნანდეს დე კორდობასა და ერნან კორტესის ექსპედიციებისას. მან კუბის დაპყრობა წარმატებით განახორციელა, დააარსა ქალაქები, რომლებიც კვლავ მნიშვნელოვანია და კუბა ეკონომიკურად გააძლიერა. [5]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Allan J. Kuethe, "Havana" in Encyclopedia of Latin American History and Culture, vol. 3, p. 173. New York: Charles Scribner's Sons 1996.
  2. Jacquelyn Briggs Kent, "Diego de Velásquez" in Encyclopedia of Latin American History and Culture, vol. 5. p. 375. New York: Charles Scribner's Sons 1996.
  3. Floyd, Troy (1973) The Columbus Dynasty in the Caribbean, 1492-1526. Albuquerque: University of New Mexico Press, გვ. 63, 81. 
  4. Kent, "Diego de Velásquez", p. 375.
  5. Kent, "Diego de Velásquez" p. 375.