დიდნაურის ნაქალაქარი
დიდნაურის ნაქალაქარი — ნაქალაქარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შირაქის ველზე, ადგილ დიდნაურზე. ნაქალაქარს იკვლევდა არქეოლოგი კიაზო ფიცხელაური[1].
ნაქალაქარი აღმოაჩინეს 2014 წელს. სატელიტური გადაღებების განხილვის შედეგად აღმოჩნდა მასშტაბური დასახლება – ნაქალაქარის შიდა ციხე 1,5 კმ. სიგრძის გალავნითა და 12 მეტრის სიგანის თავდაცვითი თხრილით შემოსაზღვრული. დაზვერვითი არქეოლოგიური გათხრები საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ექსპედიციამ ჩაატარა. მოპოვებული კერამიკული მასალის მიხედვით, ექსპედიცია ნაქალაქარს ძვ. წ. XII-IX საუკუნეებით ათარიღებს. ნაქალაქარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად უნდა იყოს დანგრეული. არქეოლოგების ვარაუდით კატასტროფა ძვ. წ. IX საუკუნეში მოხდა[2].
ექსპედიციის წევრები ვარაუდობენ, რომ ის უძველესი სახელმწიფოს დედაქალაქი უნდა ყოფილიყო, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული არ არის. სპეციალისტებს ეჭვის საფუძველს სასახლის მასშტაბები, ინფრასტრუქტურა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ნასახლარები და სამარხები აძლევს[3].
2020 წლის 23 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[4].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11418
სქოლიო
რედაქტირება- ↑ აღმოჩენა, რომელიც საქართველოს და მსოფლიოს ისტორიას შეცვლის… რატომ დაინტერესდნენ გერმანელები დიდნაურის გათხრებით…
- ↑ უნიკალური აღმოჩენა შირაქში – რას მოიცავს ძვ. წ. XII-IX საუკუნეების „დიდნაურის ნაქალაქარი“[მკვდარი ბმული]
- ↑ შირაქის ველზე არქეოლოგებმა 3 ათას 200 წლის წინანდელი ნაქალაქარი აღმოაჩინეს[მკვდარი ბმული]
- ↑ დადგენილების ტექსტი