დიდი ხურვალეთის ყველაწმინდის ეკლესია

დიდი ხურვალეთის ყველაწმინდის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხურვალეთის ცენტრში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (8,3 X 5,5 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შენობის კუთხეები, კარი და სარკმლები ამოყვანილია ნატეხი ქვისა და კვადრატული აგურის თანაბარი წყობით. ეკლესიას სამხრეთითა და დასავლეთით არქიტრავით გადახურული შესასვლელები აქვს. აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის კედლებში თაღოვანი სარკმლებია. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია. კამაროვანი გადახურვა დარბაზის შუა საბჯენ და დასავლეთ კედლის თაღებსა და ორსაფეხურიან იმპისტებზე დაყრდნობილ სატრიუმფო თაღს ეყრდნობა. დასავლეთის ფასადზე ჯვრის ორი რელიეფური გამოსახულებაა. ლავგარდანი აგურისაა, სახურავი - ფილაქვის.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.