დიდი ხავლეთის წმინდა მარინეს ეკლესია

დიდი ხავლეთის წმინდა მარინეს ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ხავლეთში, მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით ცაცხვნარში. თარიღდება ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,8X5,9 მ)ნაგებია ქვიშაქვით. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია დაახლოებით 0,7 მ სიმაღლეზე ნახევარწრიული აფსიდის სამხრეთი გვერდი და დარბაზის სამხრეთი კედლის აღმოსავლეთი ნაწილი. ირგვლივ მობნეულია საპირე ქვები, ერთ-ერთი დიდი ზომის ქვა სარკმლის ღიობის ძირია.

ლიტერატურა

რედაქტირება