დიდი ყელეთის კოშკი
დიდი ყელეთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ყელეთში. მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით 400-500 მეტრზე, ლაღიჯვრის ეკლესიასთან ახლოს. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ძეგლი ნაგებია ქვიშაქვით. შემორჩენილია სამხრეთ კედელი, სამხრეთ-დასავლეთ კუთხე დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლეზე, აღმოსავლეთ კედლის ნაწილი და ჩრდილოეთ კედლის 1,3 მეტრი სიმაღლის დასავლეთ მონაკვეთი. მიწით ამოვსებული პირველი სართულის სამხრეთ კედელში ერთი სწორკუთხა ნიში ყოფილა, დასავლეთ კედელში - ორი. მეორე სართულის შემორჩენილ დასავლეთ ნაწილში ორი თაღოვანი სარკმლის ნაშთია. სამხრეთ კედელში შემორჩენილია სარკმლის წირთხლის აგურით ნაწყობი ნაწილები.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 429.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17696