დიდი პეტროვსკის ხიდი
დიდი პეტროვსკის ხიდი (რუს. Большой Петровский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე პატარა ნევკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს პეტროგრადისა და კრესტოვსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 295 მეტრი, ხოლო სიგანე — 21,5 მეტრი.
დიდი პეტროვსკის ხიდი რუს. Большой Петровский мост | |
---|---|
კოორდინატები: 59°57′53″ ჩ. გ. 30°15′17″ ა. გ. / 59.96472° ჩ. გ. 30.25472° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო, საავტომობილო |
გადებულია | პატარა ნევკა |
სიგრძე | 295 მ |
სიგანე | 21,5 მ |
გზის ხაზების რაოდენობა | 4 |
გახსნის თარიღი | 1838 წ. |
რეკონსტრუქცია | 1947, 1993, 2009-2010 წწ. |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობა
რედაქტირებახიდი ერთმანეთთან აკავშირებს სავინის ქუჩასა და სამხრეთის გზას.
დინების ქვემო მიმართულებით მდებარეობს ლაზარევის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურია „კრესტოვსკი-ოსტროვი“.
ისტორია
რედაქტირებასაარქივო დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ 1838 წელს ააგეს ხის მრავალმალიანი, ძელებიანი ხიდი, რომლის მახლობლადაც ააგეს დაცვის პოსტი. ახლოსვე, მდინარე ჩუხონკის სანაპიროზე, ააგეს ორი ხის პატარა სახლი ობიექტის დამცველი ჯარისკაცებისათვის. აგებულ ხიდს ჰქონდა გასახსნელი მალა და თავისი არსებობის მომენტიდან არც ერთხელ გაურემონტებიათ. 1947 წელს ხის მალების კონსტრუქცია შეცვალეს მეტალის ძელებით.
ხიდის სიგანე იყო 18 მეტრი, ჰქონდა 26 მალა, რომელთა სიგრძეც მერყეობდა 5,5 მეტრიდან 13 მეტრამდე. მარჯვენა სანაპიროს ხუთი მალა გასახსნელი იყო. 1993 წელს ყინულმა დაანგრია ხიდის კონსტრუქციის ნაწილი. ამის შემდეგ ხიდზე აიკრძალა ავტომობილების გადაადგილება. იგი დაავიწროეს 2,2 მეტრამდე და გახდა საფეხმავლო.
კრესტოვსკის კუნძულის ტერიტორიის განვითარებასთან და ბეტანკურის ხიდის აგების გეგმებთან დაკავშირებით წარიმართა დიდი პეტროვსკის ხიდის სრული რეკონსტრუქცია. ხიდი უნდა გამხდარიყო საფეხმავლო-საავტომობილო. ეს პროექტი დაკავშირებული იყო კიროვის სტადიონის რეკონსტრუქციასთან.
2010 წელ ძველი ხიდი დაშალეს და მის ადგილზე ააგეს ახალი, მეტალის ხიდი. ხიდი შედგებოდა შვიდი მალისაგან: 36,5+48,5+48,5+39,5+39,5+48,5+27,5 მ.
1916 წელს ხიდის შორიახლოს ყინულებში გადააგდეს გრიგოლ რასპუტინის ცხედარი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 440. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 305. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 94. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
- ЗАО «Институт «Стройпроект». История в проектах, 1990 – 2010. — СПб., 2010. — 116 с.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Большой Петровский мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20171107221432/http://www.stpr.ru/projects/7761/ დაარქივებული 2017-11-07 საიტზე Wayback Machine. Большой Петровский мост через Малую Невку] //ЗАО «Институт «Стройпроект»