ლაზარევის ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)
ლაზარევის ხიდი (რუს. Лазаревский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, მდინარე პატარა ნევკაზე. ერთმანეთთან აკავშირებს პეტროგრადისა და კრესტოვსკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 163 მეტრი, ხოლო სიგანე — 22,5 მეტრი.
ლაზარევის ხიდი რუს. Лазаревский мост | |
---|---|
კოორდინატები: 59°57′55″ ჩ. გ. 30°16′26″ ა. გ. / 59.96528° ჩ. გ. 30.27389° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო, საავტომობილო |
გადებულია | პატარა ნევკა |
სიგრძე | 163 მ |
სიგანე | 22,5 მ |
გახსნის თარიღი | 1947 წ. |
რეკონსტრუქცია | 1949, 2008-2009 წწ. |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობა
რედაქტირებახიდი ერთმანეთთან აკავშირებს პიონერისა და სპორტის ქუჩებს.
დინების ქვემო მიმართულებით მდებარეობს დიდი კრესტოვსკის ხიდი, ზემო მომართულებით კი — დიდი პეტროვსკის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურია „ჩკალოვსკაია“.
სახელწოდება
რედაქტირებათავდაპირველად ხიდს ერქვა კოლტოვსკის ხიდი, რომელიც წარმოიქმნა მიმდებარე ტერიტორიის ძველი სახელწოდებისაგან. 1952 წელს ხიდს უწოდეს ლაზარევსკის ხიდი, ადმირალ მიხეილ ლაზარევის პატივისცემის ნიშნად. ასევე კოლტოვსკის სანაპიროს უწოდეს ადმირალ ლაზარევის სანაპირო.
ისტორია
რედაქტირებაამ ადგილზე ხიდის აგების აუცილებლობა დაკავშირებულია კიროვის სახელობის სტადიონის მშენებლობასთან, რომელიც მდებარეობს პრიმორსკის გამარჯვების პარკში, კრესტოვსკის კუნძულის დასავლეთ ნაწილში.
1947-1949 წლებში ააგეს ტრამვაი-საფეხმავლო ხიდი „Ленгипроинжпроект“-ის ინჟინერის ვ. ვ. ბლაჟევიჩის პროექტის მიხედვით. ხიდი შედგებოდა 11 მალისაგან. მალების კონსტრუქცია მეტალისა იყო, შუა გასახსნელი მალა ერთფრთიანი იყო. ბურჯები ხისა და მეტალისა. ხიდის სიგრძე იყო 141,3 მეტრი, ხოლო სიგანე — 11,3 მ.1976 წელს მიმდინარეობდა ხიდის კაპიტალური რემონტი, რომლის ფარგლებშიც გარკვეული ხის კონსტრუქცია გამოიცვალა მეტალის კონსტრუქციით. 1998 წელს კივევ ერთი კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. ტრამვაის ხაზი ხიდზე არსებობდა 2002 წლამდე. ტრამვაის ხაზის აყრის შემდეგ იგი გამოიყენებოდა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისათვის.
2008-2009 წლებში მიმდინარეობდა ხიდის სრული რეკონსტრუქცია. სამუშაოების დამკვეთი იყო სანქტ-პეტერბურგის ადმინისტრაციის კეთილმოწყობისა და საგზაო მეურნეობის კომიტეტი. რეკონსტრუქციის პროექტის ავტორები იყვნენ ინჟინრები: ა. ა. სტანევიჩი, ტ. ი. გურევიჩი, ი. ი. კრილოვი, ლ. ა. კუდრიავცევა, მ. ვ. დიუბა, ა. ე. გორიუნოვი და ი. ე. სერებრენიკოვი.
2009 წელს სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორ ვალენტინა მატვიენკოს მონაწილეობით შედგა გარემონტებული ხიდის საზეიმო გახსნა. ახალი ხიდის გარემონტების საერთო ღირებულებამ შეადგინა 1,2 მლრდ რუბლი.
რეკონსტრუქციის შემდეგ ხიდი გახდა ერთმალიანი და ჯაჭვის, გამოიყენებოდა როგორც ფეხით მოსიარულეებისათვის ასევე საავტომობილო მოძრაობისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 13. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
- ЗАО «Институт «Стройпроект». История в проектах, 1990 – 2010. — СПб., 2010. — 116 с.
- Гуревич Т. Ю., Крылов Ю. Ю. Проект Лазаревского моста через Малую Невку в Санкт-Петербурге // Вестник мостостроения. — М., 2009. — № 1. — С. 12—15.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Лазаревский мост //СПб ГБУ «Мостотрест»
- [https://web.archive.org/web/20180430171317/http://www.stpr.ru/projects/709 დაარქივებული 2018-04-30 საიტზე Wayback Machine. Лазаревский мост через Малую Невку] //ЗАО «Институт «Стройпроект»