დიდი ნამტვრიანის ადგილის დედის ეკლესია

დიდი ნამტვრიანის ადგილის დედის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ნამტვრიანში.

ეკლესია დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეში. დარბაზულია ეკლესია, საპირე ქვად გამოყენებულია კარგად დამუშავებული ადგილობრივი კლდის ქვის კვადრები. წყობის ჰორიზონტალობა მკაცრად დაცულია. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე]. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთის და ჩრდილოეთის. ჩრდილოეთი კარი საკურთხევლის წინაა გაჭრილი. ორივე კარი გარედან არქიტრავის ქვით იყო დასრულებული, შიგნიდან კი თაღოვანია. სარკმლებიდან ამჟამად იკითხება აღმოსავლეთის სარკმელი - ოდნავ ფართო და თაღით დასრულებული. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში განირჩევა სარკმლის ქუსლი. ოდნავ ნალისებური ფორმის აფსიდა მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან, რომელზეც სფერული კონქის საბჯენი თაღი გადადიოდა. საკურთხეველს ნიშები არ აქვს. მხოლოდ სამხრეთის კედლის შედარებით მაღლა მოწყობილია არასრული ნახევარწრის ფორმის თაღოვანი თავსართის მქონე სამალავი. საკურთხევლის სარკმლის ძირში, კედელზე მიდგმულია დიდი, ტრაპეციის ფორმის ტრაპეზის ქვა. მის წინ სანათლავი ემბაზია დადებული. გრძივი კედლები დაუნაწევრებელია. კამარა დარბაზის შუა ნაწილში შეკიდულ თაღზე ყოფილა დაბჯენილი. ეკლესიას მორთულობა არ აქვს. თუმცა, მისი მოწესრიგებული წყობა და ხასიათი ერთგვარ ხიბლს ძენს მას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 42649