დიდი კვამლიანი მთების ეროვნული პარკი
დიდი კვამლიანი მთების ეროვნული პარკი (ინგლ. Great Smoky Mountains) — მდებარეობს ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კაროლინის და ტენესის საზღვარზე. პარკი შეიქმნა 1934 წლის 15 ივნისს, აპალაჩის მთების ცენტრალურ ნაწილში. 1983 წელს დიდი კვამლიანი მთები იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.
დიდი კვამლიანი მთების ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | ჩრდილოეთი კაროლინა, ტენესი (აშშ) |
უახლოესი ქალაქი | ჩეროკი და გეტლინბურგი |
ფართობი | 2110,4 კმ² |
დაარსდა | 15 ივნისი, 1934[1] |
სტუმრობა | 9,289,215 (2006) |
მმართველი ორგანო | ეროვნული პარკების სამსახური |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 259 ინგლ. • რუს. • ფრ. |
პარკს უკავია დაახლოებით 2 110,4 კმ² ტერიტორია. ეროვნული პარკი მდებარეობს ზღვის დონიდან 277 - 2 025 მეტრ სიმაღლეზე, აქ არის თექვსმეტი მწვერვალი რომლის სიმაღლე 1 500 მეტრს აღემატება. აქ არსებული უმაღლესი მწვერვალი მესამეა ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში. დიდი კვამლიანი მთები მდიდარია ფლორით და ფაუნით, გავრცელებულია ხუთი სხვადასხვა ჯიშის ტყე. დაცულ ტერიტორიაში ხარობს 3 500 სხვადასხვა სახეობის მცენარე. პარკში ბინადრობს მრავალი იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Great Smoky Mountains Association
- Lookout Rock webcam and current air quality data დაარქივებული 2006-12-07 საიტზე Wayback Machine.
- Great Smoky Mountains National Park დაარქივებული 2003-10-11 საიტზე Wayback Machine.
- Photos of Great Smoky Mountains National Park Hiking Trails, grouped by trail დაარქივებული 2005-02-05 საიტზე Wayback Machine.
- Hiking Trail information for the Smoky Mountains
სქოლიო
რედაქტირება- ↑ დიდი კვამლიანი მთების ეროვნული პარკი, Oh Ranger.com