დიდი ეროვნული ასამბლეის მთავრობა (თურქეთი)
დიდი ეროვნული ასამბლეის მთავრობა (თურქ. Büyük Millet Meclisi Hükûmeti) — თვითიდენტიფიცირებული, როგორც თურქეთის სახელმწიფო (Türkiye Devleti) ან თურქეთი (Türkiye),[1] ასევე, ზოგადად ცნობილი, როგორც ანკარის მთავრობა (Ankara Hükûmeti),[2][3][4][5][6][7] ან არქაულად, აგორას მთავრობა, რომელიც ანკარაში დაფუძნებული დროებითი და რევოლუციური თურქული მთავრობა იყო (მოგვიანებით, ცნობილი, როგორც ანგორა) თურქეთის დამოუკიდებლობისთვის ომის (1919–1923 წწ.) და ოსმალეთის იმპერიის უკანასკნელი წლების განმავლობაში. მას ხელმძღვანელობდა თურქეთის ეროვნული მოძრაობა, განსხვავებით დანგრეული კონსტანტინოპოლის მთავრობის/სტამბოლის მთავრობისგან, რომელსაც სათავეში ედგა ოსმალეთის სულთანი.
ანკარის მთავრობა Türkiye Devleti თურქეთის სახელმწიფო |
||||
---|---|---|---|---|
დევიზი: Ya istiklâl ya ölüm! დამოუკიდებლობა ან სიკვდილი! | ||||
|
||||
დედაქალაქი | ანკარა (დე-ფაქტო) | |||
ოფიციალური ენა | თურქული ენა | |||
რელიგია | ისლამი | |||
მთავრობა | დროებითი მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეშ | |||
დაარსება | 29 ოქტომბერი, 1923 წელი | |||
მოსახლეობა | ||||
- | შეფასებით | 6–7 მილიონი | ||
ვალუტა | ოსმალური ლირა |
დამოუკიდებლობისთვის ომის განმავლობაში, დიდი ეროვნული ასამბლეის მთავრობა ხელმძღვანელობდა არმიას, სახელწოდებით „ეროვნული ძალები“ (Kuva-yi Milliye). კონსტანტინოპოლის მონარქისტულ მთავრობასთან ომისა და გამარჯვების შემდეგ, ანკარის რესპუბლიკურმა მთავრობამ გამოაცხადა ოსმალეთის იმპერიის აღსასრული და მისი ნანგრევებიდან 1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსება. დღესდღეობით, დიდი ეროვნული ასამბლეა არის თურქეთის საპარლამენტო ორგანო.
წინაპირობები
რედაქტირებაიმ დროს, როდესაც გამოცხადდა ანკარის მთავრობა, მოკავშირეების მიერ ოკუპირებულ კონსტანტინოპოლში (ამჟამად, სტამბოლი) არსებობდა განსხვავებული თურქული მთავრობა, სახელდობრ, ხშირად ცნობილი, როგორც „კონსტანტინოპოლის მთავრობა“ (ანკარის ნაციონალისტური მთავრობის საპირისპიროდ). როდესაც 1920 წლის 23 აპრილს დიდი ეროვნული ასამბლეა დაფუძნდა, თავდაპირველად ოსმალეთის სასულთნოს ლეგიტიმაციის უარყოფის გარეშე, ახალმა პარლამენტმა შექმნა საკუთარი მთავრობა ანკარაში. მინისტრებს უწოდეს "Vekil" ჩვეულებრივი "Nazır"-ის სანაცვლოდ, რათა შეენარჩუნებინათ მთავრობის დროებითი ფორმა.
ანკარის მთავრობა დაფუძნდა იმისთვის, რათა თურქეთი წარედგინა, რადგან დე-იურე დედაქალაქი კონსტანტინოპოლი ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა. 1921 წლის 8 თებერვლის შემდეგ თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის, ხოლო მოგვიანებით, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იყო მუსტაფა ქემალ ფაშა. მას შემდეგ, რაც მუნდროსის ზავი (1918 წელს ოსმალეთის იმპერიამ ხელი მოაწერა პირველი მსოფლიო ომის ბოლოს) ჩაანაცვლა მუდანიას ზავმა და თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის დასრულდა, თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ გააუქმა იმპერიული სასულთნო, რომელიც დადანაშაულებული იყო მოკავშირეებთან კოლაბორაციის გამო თურქეთის ოკუპაციის განმავლობაში.
კონსტანტინოპოლის მთავრობამ, რომელიც წარმოადგენდა ოსმალეთის სასულთნოსა და ძველ იმპერიულ და მონარქიულ წესრიგს, თავდაპირველად, უარი განაცხადა თურქეთის ეროვნული მოძრაობისა და ანკარის დიდი ეროვნული ასამბლეის მთავრობის აღიარებაზე. კონსტანტინოპოლი თვლიდა, რომ თავად იყო ოსმალეთის იმპერიის ლეგიტიმური მთავრობა. ის ცდილობდა სამხედრო გზით დაემარცხებინა ანკარის მთავრობა და „წესრიგის ძალები“, ზოგადად, ცნობილი, როგორც „სახალიფოს არმია“ (განსხვავებით ასამბლეის „ერის არმიის“ ძალებისგან), მაგრამ მისი ეს გეგმა ჩაიშალა. 1921 წელს, კონსტანტინოპოლის მონარქიული მთავრობისა და ანკარის რესპუბლიკური მთავრობის დიპლომატიური ჯგუფები გამოჩდნენ ლონდონის კონფერენციაზე. თუმცა, საკვირველი ნაბიჯი იყო აჰმეთ თევფიქ-ფაშას ხელმძღვანელობით ოსმალეთის დიპლომატიური გუნდის მიერ ბექირ სამი კუნდუხის ხელმძღვანელობით თურქეთის დიპლომატიურ გუნდისთვის ადგილი დათმობა, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი უნდა ყოფილიყო ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი კონფერენციაზე. ლოზანის საზავო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1923 წლის 24 ივლისს, მოკავშირეების და ანკარის წარმომადგენლებსა შორის. ამდენად, მხარეებმა ზავის შედეგად ოფიციალურად აღიარეს ანკარა, როგორც თურქეთის ლეგიტიმური მთავრობა.
29 ოქტომბერს, ეროვნულმა ასამბლეამ გამოაცხადა თურქეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
მთავრობები
რედაქტირებარესპუბლიკამდე მთავრობებს „თურქეთის აღმასრულებელ მინისტრებს“ უწოდებდნენ. ისინი იყვნენ:
- 1st cabinet of the Executive Ministers of Turkey
- 2nd cabinet of the Executive Ministers of Turkey
- 3rd cabinet of the Executive Ministers of Turkey
- 4th cabinet of the Executive Ministers of Turkey
- 5th cabinet of the Executive Ministers of Turkey
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Ryan Gingeras (2019). Eternal Dawn: Turkey in the Age of Atatürk, გვ. 86.
- ↑ Esra Yakut: Şeyhülislâmlık: yenileşme döneminde devlet ve din, Kitap Yayınevi Ltd., 2005, ISBN 9789758704941, page 198,199. (in Turkish)
- ↑ Pars Tuğlacı: Çağdaş Türkiye, Cem Yayınevi, 1987, Turkey page 358. (in Turkish)
- ↑ Hakan Alan, Avni Alan: İstanbul Şehir Rehberi, ASBOOK, 2007, ISBN 9750114701, page 12. (in Turkish)
- ↑ Yahya Kemal: Eğil Dağlar, Kubbealtı Publishing, 1966, ISBN 9757618519, pages 13, 92-93, 138, 155, 170, 188, 204-205, 232, 302, 338. (in Turkish)
- ↑ William Hale: Turkish Foreign Policy, 1774-2000, Routledge, 2012, ISBN 0415599865, pages 36, 37, 38, 50, 265.
- ↑ Kemal Kirişci, Gareth M. Winrow: The Kurdish Question and Turkey: An Example of a Trans-State Ethnic Conflict, Routledge, 1997, ISBN 0714647462, pages 71-75, 77-79, 80, 82-84.