დიდი ბეკმის სარკოფაგი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
დიდი ბეკმის სარკოფაგი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ბეკმის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კილომეტრზე. ეკლესია კართას აღმოსავლეთით 100 მეტრზე. თარიღდება ადრინდელი ფეოდალური ხანით. სარკოფაგს ქვიშაქვის ნავისებური ხუფი აქვს. ხუფის ერთ ბოლოზე ჯვარია ამოკვეთილი. სარკოფაგი ერთი ქრისტიანი მიცვალებულისთვისაა განკუთვნილი. სარკოფაგის ძირითადი ნაწილი დატოვებუკლია ადგილზე; ხუფი ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნუცუბიძე ა., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 428.