დიდი ანიუი
დიდი ანიუი[1] (რუს. Большой Анюй) — მდინარე რუსეთში, ძირითადად ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში. პატარა ანიუისთან ერთად წარმოქმნის მდინარე ანიუის. სათავეს იღებს ანადირის ზეგანზე. სიგრძე 693 კმ. აუზის ფართობი 57,2 ათასი კმ². საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა ახასიათებს მაის-ივნისში, ზაფხულში წვიმების შემდეგ იცის წყალმოვარდნები. იყინება სექტემბრის ბოლოს, ლღვება ივნისის დასაწყისამდე.[2][3]
დიდი ანიუი რუს. Большой Анюй | |
---|---|
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეულები | ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი |
სათავე |
ანადირის ზეგანი 66°40′03″ ჩ. გ. 168°44′36″ ა. გ. / 66.66750° ჩ. გ. 168.74333° ა. გ. |
შესართავი |
ანიუი 68°27′43″ ჩ. გ. 160°48′10″ ა. გ. / 68.46194° ჩ. გ. 160.80278° ა. გ. |
სიგრძე | 693 კმ |
აუზის ფართობი | 57,2 ათასი კმ² |
მდინარის სისტემა | ანიუი → კოლიმა → აღმოსავლეთ ციმბირის ზღვა |
— სათავე, — შესართავი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 52.
- ↑ Анюй // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 100.
- ↑ Анюй // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 2 — М., 1970.