ალეჩის მყინვარი

(გადამისამართდა გვერდიდან დიდი ალეჩის მყინვარი)

ალეჩის მყინვარი (გერმ. Aletschgletscher) — ხეობის ტიპის მყინვარი შვეიცარიაში, ალპებში. იგი ეშვება ბერნის ალპების აღმოსავლეთი მასივის სამხრეთ კალთებზე, სადაც მდებარეობს მისი მკვებავი ვრცელი ფირნის ველი.

ალეჩის მყინვარი
გერმ. Aletschgletscher
კოორდინატები: 46°26′32″ ჩ. გ. 8°04′38″ ა. გ. / 46.44222° ჩ. გ. 8.07722° ა. გ. / 46.44222; 8.07722
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ქედი ალპები
ფართობი 86,8 კმ²
სიგრძე 24,7 კმ
სისქე 900 
ტიპი ხეობური
მდგომარეობა უკან იხევს
ალეჩის მყინვარი — შვეიცარია
ალეჩის მყინვარი

ალეჩის მყინვარი ალპების უდიდესი მყინვარია, რომლის ფართობი შეადგენს 86,8 კმ²-ს (ფირნთან ერთად მყინვარის ფართობი იზრდება 117,6 კმ²-მდე), ხოლო სიგრძე უდრის 24,7 კმ-ს. ეშვება 1450 მ სიმაღლეზე. მყინვარს გამომუშავებული აქვს კანიონი, რომელიც რაღაცით ხელოვნურად გაკაფულ გზას მოგვაგონებს.

2001 წლის დეკემბერიდან ალეჩის მყინვარი შესულია იუნესკოს მსოფილო მემკვიდრეობის სიაში (იუნგფრაუ-ალეჩის დაცული ტერიტორია).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 304.
  • Войтковский К.Ф. Основы гляциологии, Наука, М., 1999.